“ვიგუდებოდი და პანიკა დამეწყო” – სოფო ნიჟარაძე 112-მა გადაარჩინა

"ვიგუდებოდი და პანიკა დამეწყო" - სოფო ნიჟარაძე 112-მა გადაარჩინასოციალურ ქსელში მომღერალი სოფო ნიჟარაძე 112-ის სამსახურს საჯაროდ მადლობას უხდის.

“ლიფტი გაფუჭდა, გავიჭედეთ, გვეგონა შუქი ჩაქრა, მაგრამ არა, დაიძრა თუ არა, მალევე გაჩერდა, ვიგუდებოდით სრულიად ჰერმეტულად დახურულ სივრცეში, ლიფტის გამკეთებელს გამორთული ტელეფონი, აბსოლუტური უკუნეთი სიბნელე და ტელეფონები გვიჯდებოდა, პანიკა დაგვეწყო 15 წუთის მერე, საშინელი შეგრძნება ყოფილა, უსუსურები ვიყავით, არ ვაზვიადებ. აღარც მეძინება” – წერს სოფო ნიჟარაძე.

მომღერალმა საგანგებო სიტუაციების სამსახურს მადლობა გადაუხადა – “ვამაყობ თქვენით!..”

ნიუპოსტი