მწერებისგან დამცავ ბადეს მიეყრდნო და გადავარდა – რუსთავში 2 წლის გოგონა გარდაიცვალა

გუშინ, გვიან ღამით უბედური შემთხვევა მოხდა რუსთავში. 2 წლის გოგონა თამაშისას ფანჯრის რაფაზე ავიდა, მწერებისგან დამცავ ბადეს მიეყრდნო და მეოთხე სართულიდან გადავარდა.

ბავშვმა მრავლობითი ტრავმები მიიღო. ის კლინიკაში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა.

საქმეზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით მიმდინარეობს.