მამა ანთიმოზი: ,,არ მჯერა არც ერთი მღვდელმთავრის, რომლის პირიდანაც ღვარძლი და წყევლა ამოდის”

მამა ანთიმოზი: ,,არ მჯერა არც ერთი მღვდელმთავრის, რომლის პირიდანაც ღვარძლი და წყევლა ამოდის"ბერი ანთიმოზი მჭედლიძე ფეისბუქში ემოციურ წერილს აქვეყნებს:

მინდა, სიყვარულით ვუთხრა იმ ადამიანებს და მოვუბოდიშო, რომ
1) მე არ მჯერა, რომ აიდი ბარათი ღმერთს განგაშორებს,
2) მე არმჯერა, რომ ბერ-მონაზონი დაუბანლობაში ცხონდება,
3) მე არ მჯერა, რომ სქიმ-მონაზონი სენაკში ზის (ეს ეგოიზმობა გადმონაშთია რუსული ნარატივიდან),
4) მე არ მჯერა, რომ სახარების კითხვა ნებართვის გარეშე ცოდვაა,
5) მე არ მჯერა, რომ ტაძარში ზარების რეკვის დროს ჰაერში 12 საახის ბაქტერია კვდება,
6) მე არ მჯერა, რომ გაუნათლებლობა საეკლესიო გზაზე ცოდნის წყაროა და განათლებულობა _ სიბნელე,
7) მე არ მჯერა არც ერთი მღვდელმთავრის, რომლის პირიდანაც ღვარძლი და წყევლა ამოდის,
8) არ მჯერა ერთმორწმუნე რუსეთის,
9) არ მჯერა იმ ადამიანების, რომელთა გულებშიც ეშმაკი ზის და ყველას და ყველაფერს გესლავს,
10) არ მჯერა, რომ მღვდელს თუ სხვა სასულიერო პირს ბრმად უნდა ვენდო,
11) არ მჯერა ფანატიზმის, შენ რომ ქრისტეს არ ეძებ და სხვას ენდობი და იღებ არა ქრისტეს, არამედ მონობას გარკვეული ადამიანების მიმართ,
12) არ მჯერა, რომ ეკლესის მაშენებელი ცხონდება. უფალი სულიერი ტაძრის მაშენებელს იხმობდა,
13) არ მჯერა, რომ იერარქიით ზემოთ მყოფის უზნეო საქციელი ღვთით მოვლენად მივიღო (არ განიკითხო – ესეც შენი გაუნათლებლობის ბრალი),
14 ) არ მჯერა თქვენი, ვისაც პასუხი არ გაქთ, რატომ ხართ ეკლესიაში, ვინ გწამთ, რომ არ იცით და თქვენნაირი ბრმის ნათქვამზე დადიხართ. ბრმა ბრმას ვერ წინამძღვრობს.
მაპატიეთ მე ცოდვილს, რომ თქვენ არ გგავართ ფანატიზმში. სიყვარულით გთხოვთ შენდობას.
ბერი ანთიმოზი, ათონის მთა 04.08.2018 წ.