კობაურის გათავისუფლებაზე იმსჯელებენ – ,,მას ქალთან არასდროს ჰქონია ინტიმური კავშირი”

კობაურის გათავისუფლებაზე იმსჯელებენ - ,,მას ქალთან არასდროს ჰქონია ინტიმური კავშირი"27 აგვისტოს 13:00 საათზე მცხეთის საქალაქო სასამართლო სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთხელ იმსჯელებს.

როგორც “პრაიმტაიმს” საქმეზე ბრალდებულის, მალხაზ კობაურის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ განუცხადა, განიხილავენ, რამდენად მიზანშეწონილია აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ძალაში დატოვება.

-სასამართლო ორ თვეში ერთხელ განიხილავს გამოშვება-არგამოშვების საკითხს. იმედი გვაქვს, აღკვეთის ღონისძიების სახე შეიცვლება და პატიმრობა გაუქმდება. საჭიროების შემთხვევაში, სასამართლოს შესაძლოა გირაოც შევთავაზოთ, – განაცხადა კობაიძემ.

მალხაზ კობაურს, ერთი ექსპერტიზის დასკვნა უკვე ჩაუტარეს, რის მიხედვითაც დადასტურდა, რომ მას ფსიქიკური პრობლემები არ აქვს და ჯანმრთელია.

ამჯერად დაცვის მხარე მეორე ექსპერტიზის ჩატარებას აპირებს.​ კობაურის ადვოკატი აცხადებს, რომ ,,მისი დაცვის ქვეშ მყოფს ქალთან არასდროს ჰქონია ინტიმური კავშირი”. უახლოეს პერიოდში კობაურს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეამოწმებენ.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კობაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

პრაიმტაიმი, ნინო რაზმაძე