,,გვკლავენ! მასობრივი მოწამვლის ფაქტები ქუთაისში. ვინ არის პასუხისმგებელი?” – რაზე ჩივიან ქუთაისში

,,გვკლავენ! მასობრივი მოწამვლის ფაქტები ქუთაისში. ვინ არის პასუხისმგებელი?" - რაზე ჩივიან ქუთაისში,,გვკლავენ! მასობრივი მოწამვლის ფაქტები ქუთაისში. ვინ არის პასუხისმგებელი?” – წერს ქუთაისური ინტერნეტგამოცემა ,,ქუთაისითუდეი.კომ.”.

ქუთაისში დაწყებული ქიმიური პრეპარატების შესხურებით განხორციელებული სამუშაოების გამო მოსახლეობის უმეტესობას თავის ტკივილი, თვალების შეშუპება, კანის სიწითლე და მოთენთილობა აღენიშნება.

ქუთაისის საინფორმაციო სააგენტო წერს, რომ მათ ოფიციალურ გვერდზე ათეულობით შეტყობინება შევიდა, რის გამოც მოსახლეობა დახმარებას ითხოვდა. სიმპტომები ჩვენი ჩათვლით ერთნაირი იყო.

,,არის თუ არა საშიში ქიმიური პრეპარატებისაგან შემდგარი ხსნარი, რომელსაც მთელი ღამის განმავლობაში ქუთაისში აფრქვედნენ და რამდენად დაცული იყო მოსახლეობა.

გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობა ადასტურებს ინფორმაციას, რომ ავტოსანტრასპორტო საშუალება, რომელიც ამ ქიმიურ ნივთირებას აფრქვევდა, თან იძახოდა: დახურეთ ფანჯრები და კარები, მოერიდეთ გამოფრქვეულ ხსნარს. ამას იმ დროს იძახოდა, როცა ეს ხსნარი უკვე გამოფრქვეული იყო. მაღალი სიცხის გამო საღამო საათებში ფანჯრები, კარები ყველას ღია აქვს და კერძო სახლებში ერთ წამში შეუძლებელია ყველაფრის ერთბაშად დაკეტვა, ანუ ფაროსანასთან ერთად ჩვენც გვწამლავენ, – აცხადებს მოსახლეობა.

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პესტიციდის გამოყენების ინსტრუქცია:

ბიფენტრინი – წარმოადგენს მაღალეფექტურ, ფართო სპექტრის, კონტაქტურ-ნაწლავური მოქმედების ინსექტიციდს. გამოიყენება ფოთლის მავნებლების, მათ შორის აზიური ფაროსანას, ყურძნის ჭიის, ტკიპების, ბუგრების, ნაყოფჭამიების, ხვატრების, ხოჭოების, მავნე კუსებურას და სხვა მავნებლების წინააღმდეგ ვაზში, ხეხილში, ბოსტნეულში, მარცვლეულში, პარკოსნებში. აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბიფენტრინით წამლობა ტარდება სხვადასხვა შემაშხურებელი მოწყობილობის მეშვეობით, მათ შორის სპეციალური ზურგსაკიდი შემასხურებელი აგრეგატით. ზურგსაკიდი აპარატებით მრავალწლიანი ნარგავების და ერთწლიანი ნათესების შესხურება ხდება რეკომენდებული ხარჯვის ნორმიდან გამომდინარე: Ÿ ხარჯვის ნორმა -0 3- 0 6 ლ/ჰა Ÿ კონცენტრაცია – 0 3% (10 ლიტრ წყალზე 30 მლ. პრეპარატი) ბიფენტრინი, მიეკუთვნება სინთეზური პირეტროიდული ინსექტიციდების ჯგუფს.

პრეპარატი მწერის ორგანიზმში მოხვედრისას (კონტაქტური ან ორალური გზით) მოქმედებს მავნებლის ნერვულ სისტემაზე, არღვევს ნერვული სისტემის გამტარიანობას, რის შედეგადაც მწერი პარალიზდება და საბოლოოდ კვდება.

დაცვითი მოქმედების ეფექტი 10-14 დღე. პრეპარატს არ გააჩნია მცენარეების მიმართ ფიტოტოქსიკურობა რეკომენდებულ ნორმებში გამოყენებისას. რეზინტენტობის გაჩენის პრევენციის მიზნით, პირეტროიდი გამოყენებული უნდა იქნეს სხვა ქიმიური ჯგუფის პრეპარატებთან მორიგეობით იმავე სეზონზე. შეთავსებადობა – ბიფენტრინი გამოიყენება სხვა კლასის პესტიციდებთან ერთად კომბინირებულ ნაზავში, გარდა ძლიერი ტუტე და მჟავა რეაქციის მქონე პრეპარატებისა.

დაცული უნდა იქნას რეკომენდებული ლოდინის პერიოდი მოსავლის აღებამდე: 30 დღე მრავალწლიან კულტურებზე, 20 დღე მარცვლეულზე და 15 დღე ბოსტნეულსა და პარკოსნებზე. ბიფენტრინის ნარჩენების დონე სოფლის მეურნეობის პროდუქციაში (მოსავალში) არ უნდა აღემატებოდეს 0 04-0 4 მგ/კგ-ზე.

წამლობა უნდა ჩატარდეს დილის სააათებში, როდესაც ჰაერის ტემპერატურა შედარებით დაბალია. დაუშვებელია სამუშაოების ჩატარება ქარიან ამინდში, რათა გამოირიცხოს პრეპარატის გადატანა სხვა ტერიტორიებზე.

უსაფრთხოების წესები ბიფენტრინით ჩატარებული ქიმიური წამლობების დროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით, პესტიციდი ბიფენტრინი მიეკუთვნება საშიშროების II კლასს ადამიანის მიმართ. შენახვის, ტრანსპორტირების და გამოყენების დროს – პესტიციდი განათავსეთ უსაფრთხო, მშრალ და კარგად ვენტილირებად ადგილას, არ შეინახოთ კვების პროდუქტებთან, ცხოველთა საკვებთან და ადამიანებისათვის განკუთვნილ სხვა პროდუქციასთან ერთად. არ დაუშვათ წყალსადენების, ტბების, ნაკადულებისა და არხების დაბინძურება. საკარმიდამო ნაკვეთებში ბიფენტრინით შესხურებისას ჭები უნდა გადაიფაროს. – ერიდეთ პესტიციდის კანთან და თვალებთან კონტაქტს და ანაორთქლის შესუნთქვას. პესტიციდის კონტეინერის გახსნისას და შემასხურებლის მომზადების დროს გამოიყენეთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები.

პესტიციდის კანზე მოხვედრისას გულმოდგინედ დაიბანეთ საპნით და წყლით. წამლობის შემდეგ საკვების და სითხის მიღებამდე ან სიგარეტის მოწევამდე დაიბანეთ ხელები და სახე საპნითა და წყლით. ყოველდღიური ხმარების შემდეგ, განცალკევებით გარეცხეთ ხელთათმანები, სახის დამცავი ნიღაბი და დაბინძურებული ტანსაცმელი. – ქიმიური წამლობის დროს დაუშვებელია საკვების მიღება, თამბაქოს მოწევა და ალკოჰოლის მიღება. პესტიციდის ტარის უტილიზაცია Ÿ

პესტიციდის ნარჩენები ტოქსიკურია. არ დაიშვება გამოყენებული პესტიციდის ცარიელი ტარის ხელახალი ხმარება. Ÿ სამჯერ გამოავლეთ წყალი გამოყენებული პესატიციდის ცარიელ ტარას, ჩაასხით გამონარეცხი წყალი პესტიციდის შემასხურებელი აპარატის ავზში და გახარჯეთ, მიასხურეთ შესაწამლ კულტურას. Ÿ ცარიელი ტარა დახვრიტეთ (მეტალის) ან დააქუცმაცეთ (პლასტმასის) იგი, და განათავსეთ სათანადო ნაგავსაყრელზე. ფუტკრის დაცვის ღონისძიებები ბიფენტრინი ტოქსიკურია ფუტკრისათვის. ქიმიური წამლობა უნდა ჩატარდეს დილის ან საღამოს საათებში სამუშაოების ჩატარების ქარის სიჩქარე უნდა აღემატებოდეს 1-2 მ/წაში. დაუშვებელია პრეპარატის შესხურება ფუტკრის სკების მიმდებარედ.

პირველი დახმარება მოწამვლის შემთხვევაში Ÿ კანთან კონტაქტისას: გაიხადეთ დაბინძურებული ტანსაცმელი. სასწრაფოდ ჩამოიბანეთ კანი საპნითა და წყლის დიდი რაოდენობით. მიმართეთ ექიმს! Ÿ თვალთან კონტაქტისას: სასწრაფოდ ამოიბანეთ თვალები გამდინარე წყლის ჭავლით მინიმუმ 15 წუთის განმავლობაში, მიმართეთ ექიმს! Ÿ შესუნთქვისას მოარიდეთ დაზარალებული სამუშაო ზონას, გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე. მიმართეთ ექიმს!. Ÿ გადაყლაპვისას: სასწრაფოდ გამოირეცხეთ პირი და მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, არ გამოიწვიოთ პირღებინება! მითითება ექიმს: სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს, მკურნალობა სიმპტომატურია”, – წერს ქუთაისითუდეი.