,,ჩვენ ისეთი ცოდვები გვაქვს ჩადენილი, მღვდლობის უფლება არ გვაქვს” – ,,ხარისხის არხის” წამყვანები

,,ჩვენ ისეთი ცოდვები გვაქვს ჩადენილი, მღვდლობის უფლება არ გვაქვს" - ,,ხარისხის არხის" წამყვანებიჟურნალ ,,სარკის” დღევანდელ ნომერში იხილავთ ინტერვიუს ტელეკომპანია „ხარისხის არხის“ დამფუძნებელ გიორგი ასათიანთან, რომელიც ამავე არხზე თანადამფუძნებელ დავით გიორგობიანთან ერთად უძღვება გადაცემას „დასაბამიდან სასუფევლამდე“. გიორგი ასათიანი  „სარკესთან“ თავისი მეწყვილის შესახებ საუბრობს.

-დავითი მას შემდეგ გახდა მორწმუნე, რაც დედამისი გარდაიცვალა. დიდმარხვაში მოხდა უბედური შემთხვევა, ავტობუსში, სადაც ისხდნენ, ყველა დაიღუპა და მხოლოდ დავითი, მისი ძმა და მამამისი გადარჩნენ.

დათომ ამის შემდეგ მიატოვა მსახიობობა და სარწმუნეობრივ გზას დაადგა, ოღონდ ერისკაცია. რადგან ჩვენ ისეთი ცოდვები გვაქვს ჩადენილი, მღვდლობის უფლება არ გვაქვს… – ამბობს გიორგი ასათიანი და თავისი ცხოვრებიდან ბევრ საიდუმლოს ამხელს, რომელთა შესახებაც საზოგადოება პირველად გაიგებს.

ინტერვიუ ვრცლად იხილეთ ,,სარკის” მიმდინარე ნომერში