საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის ვაჟმა, ედუარდ სააკაშვილმა, რამდენიმე დღის წინ იქორწინა. სააკაშვილების რძალი ებრაული წარმოშობის გოგონა გახდა.
– ხალისიანად გამოვიყურები იმის გამო, რომ ახლა ვიმყოფები ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც გუშინ დავესწარი ჩემი შვილის, ედუარდის ქორწილს. გუშინდელივით მახსოვს, მე თვითონ როგორ დავქორწინდი ნიუ იორკში, როგორ ვეწეოდი სტუდენტურ ცხოვრებას. რა თქმა უნდა, ყველანი ერთად ჩამოვედით და განწყობა მაქვს ძალიან კარგი, – აღნიშნა სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ ,,რუსთავი 2”-ის ეთერში და იქვე რძალზეც ისაუბრა:
– კარგი გოგოა, რა მნიშვნელობა აქვს, ებრაული წარმოშობისაა თუ არა, ძალიან კარგია, რომ ებრაული წარმოშობისაა და ძალიან კარგი ოჯახია, ასევე შეიძლებოდა ყოფილიყო ქართველიც, უკრაინელიც და ავსტრალიელიც – ამას მნიშვნელობა არ აქვს, რაც მთავარია, ძალიან თბილი ოჯახია და მეგობრული ხალხია, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ედუარდი რადიოპროგრამების პროდიუსერად მუშაობს და თანამშრომლობს BBC-ის “National Public Radio”-სთან. მისმა რჩეულმა, ადინა მელვუს-პეტრუსმა სვარტმორის (პენსილვანია) კოლეჯი დაამთავრა. ადინა მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციაში და ინტენსიური სწავლის მეთოდით ეუფლება ქართულს.
,,როგორ ჩქარა მიქრის დრო… თითქოს ჯერ კიდევ გუშინ ვიდექით ჩვენ ჯვრისწერაზე ამერიკაში (არადა ეს იყო დიდი ხნის წინ, 1993 წელს)”, – დაწერა მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქში.