მალზახ კობაურის დედა: ,,სანამ შვილს არ დაველაპარაკები, არ დავიჯერებ”

მალზახ კობაურის დედა: ,,სანამ შვილს არ დაველაპარაკები, არ დავიჯერებ"სმი­ტე­ბის ოჯა­ხის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ მალ­ხაზ კო­ბა­უ­რის დედა შო­რე­ნა მა­რტი­აშ­ვი­ლი სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას, რო­მე­ლიც მე­დი­ით გა­სა­ჯა­როვ­და, არ ენ­დო­ბა. შო­რე­ნა მა­რტიაშ­ვილ­მა “რუს­თა­ვი2”-ის გა­და­ცე­მა “კუ­რი­ერ­თან” სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხი გა­ყალ­ბე­ბუ­ლია.

-როცა ად­ვო­კა­ტის გა­რე­შე და­ი­კი­თხა, ნი­მუ­შე­ბი ად­ვო­კა­ტის გა­რე­შე აუ­ღეს, როცა ვი­თხოვ, რომ გა­ვი­გო, სად არის ჩემი შვი­ლი და არ ვიცი, რო­გორც უნ­დო­დათ, ყვე­ლა­ფე­რი ისე მო­ა­წყეს. ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხი გა­ყალ­ბე­ბუ­ლია. ყვე­ლა­ნა­ი­რი პა­სუ­ხი გა­ყა­ლე­ბე­ბუ­ლია ჩემი შვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ. გა­მო­ი­ძი­ონ ნორ­მა­ლუ­რად. ვიდ­რე პი­რა­დად შვილს არ და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბი, ვერ და­ვი­ჯე­რებ. მა­ნა­ხონ, და­მა­ლა­პა­რა­კონ და დავ­რწმუ­ნე­ბი, მარ­თლა და­ხო­ცა თუ არა, – გა­ნა­ცხა­და შო­რე­ნა მა­რტიაშ­ვილ­მა.

ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად, სმი­ტე­ბის ოჯა­ხის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ მალ­ხაზ კო­ბა­ურს სექ­სუ­ა­ლუ­რი კონ­ტაქ­ტი ჰქონ­და ლორა სმიტ­თან. ექ­სპერ­ტი­ზით ასე­ვე ირ­კვე­ვა, რომ რა­ი­ან და ლორა სმი­ტე­ბის მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი მიბ­ჯე­ნით არის მოკ­ლუ­ლი.