ლაშა ტალახაძემ გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა – ,,დაქორწინების ცოტა მეშინოდა”

ლაშა ტალახაძემ გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა - ,,დაქორწინების ცოტა მეშინოდა"ქართველმა ძალოსანმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა და რეკორდსმენმა ძალოსნობაში, ლაშა ტალახაძემ და ანი დემურიამ 22 ივლისს გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს.

რეიტინგის ინფორმაციით, ანის და ლაშას ქორწილში თითქმის ყველა სპორტსმენმა მოიყარა თავი. სტუმრებს შორის იყვნენ ზაზა ფაჩულია, გენო პეტრიაშვილი, რამაზ ნოზაძე, ლადო ხინჩეგაშვილი, გიორგი ასანიძე და სხვები.  ახალგაზრდა სპორტსმენს დაოჯახება
ქალაქის მერმა, კახა კალაძემ პირადად მიულოცა.

ლაშა ტალახაძის ქორწილში  სტურმად იყო ყოფილი მერი დავით ნარმანიაც, მან ქორწილში განსაკუთრებულად სენაკელების სადღეგრძელო თქვა.

ანი დემურიამ და ლაშა ტალახაძემ ხელი ღია ცის ქვეშ მოაწერეს, შემდეგ კი სტუმრებმა დარბაზში გადაინაცვლეს.

ლაშა ტალახაძემ გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა - ,,დაქორწინების ცოტა მეშინოდა"საღამო მომღერალმა ლაშა ღლონტმა გახსნა. მღეროდნენ “ქართული ხმები”, გიორგი სუხიტაშვილი, რეპერი ზაზა ნოზაძე, რომელიც სპორტსმენის ბავშვობის მეგობარი ყოფილა და სხვები.

სადღესასწაულო სუფრის თამადა სპორტსმენების ექიმი ზურა კახაბრიშვილი იყო. რაც შეეხება ზურა კახაბრიშვილის ქალიშვილს, ანანოს, მას ქორწილში ულამაზესი ყვითელი ლაბა ეცვა და შეიძლება ოთქვას ბრწყინავდა.

ქორწილი ტორტის გარეშე წარმოუდგენელია, წყვილმა ულამაზესი და უზარმაზარი საქორწინო ტორტი გაჭრა, რის შემდეგაც გრანდიოზული ფეირვერკით აღნიშნეს დაქორწინება. საღამო ბენდმა “ნიუტონმა” დაასრულა, – წერს რეიტინგი.

ლაშამ და ანამ რამდენიმე თვის წინ იქორწინეს, ქორწილი კი ახლა გადაიხადეს. ლაშა ტალახაძემ გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა - ,,დაქორწინების ცოტა მეშინოდა"თაფლობისთვიდან დაბრუნებულმა ლაშამ ,,სარკეს” ინტერვიუ მისცა და თავისი სიყვარულის ამბავსა და ოჯახურ ცხოვრებაზე ესაუბრა.

– ლაშა, გილოცავთ დაოჯახებას. სანამ ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამდით, “სარკესთან” თქვით, რომ შეყვარებული გყავდათ და ის ბათუმში გაიცანით. საყვარელ გოგონაზე საუბრისას მაშინ სიტყვაძუნწობა გამოიჩინეთ. ახლა მაინც მოგვიყევით შეხვედრის ამბავი. როგორ აღმოაჩინეთ თქვენი გულისსწორი?

– ჩვენს გაცნობას დიდი ისტორია არ აქვს. მისი სურათი სოციალურ ქსელში ვნახე და დავინტერესდი. ანის ჩემი მეგობარი იცნობდა. ჩამივარდა გულში, თუმცა ის პერიოდი ძალიან დატვირთული ვიყავი, ტურნირებიდან ახალი ჩამოსული გახლდით. შემდეგ მცდელობა მქონდა გაცნობის, მაგრამ უშედეგოდ, ანი იგნორირებას მიკეთებდა.

ლაშა ტალახაძემ გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა - ,,დაქორწინების ცოტა მეშინოდა"მერე ბათუმში შემთხვევით შევხვდით და ერთმანეთი მოვიკითხეთ. ამის შემდეგ, სიმართლე გითხრათ, ცოტა კიდევ მაწვალა. ალბათ მერე თავადაც ჩავუვარდი გულში და, საბოლოო ჯამში, ჩვენი სიყვარული დაოჯახებით დაგვირგვინდა.

– ამის მერე გითხრათ, რატომ გაწვალებდათ?

– არ ვიცი, მაგრამ ყოველთვის აღვნიშნავ, რომ გოგოს თავის დაფასება ყოველთვის უხდება. რაც უფრო მიუწვდომელია გოგო, მით უფრო მიზიდავს. როცა გოგო თავს იფასებს, ზოგმა იცის თქმა, ერთი მაგისიცო. მე პირიქით ვფიქრობ, თავი უნდა დაიფასოს.

– ანუ ეთანხმებით მოსაზრებას, მიუწვდომელი ხილი უფრო გემრიელიაო, არა?

– კი, რა თქმა უნდა. მივესალმები, გოგო როდესაც თავს იფასებს და მისთვის ბრძოლა გიწევს. იოლი არაფერი მიყვარს, რადგან ყველაფერი სირთულეებთან არის დაკავშირებული. შემდეგ სიყვარულის ქორწინებით დაგვირგვინებაც უფრო სხვანაირი და გემრიელია.

– როდესაც სიყვარულში გამოუტყდით, მაშინაც უარი მიიღეთ?

ლაშა ტალახაძემ გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა - ,,დაქორწინების ცოტა მეშინოდა"– ზოგადად სიტყვა “მიყვარხარ” ცხოვრებაში ბევრჯერ არ მითქვამს, რადგან ეს ჩემთვის სიტყვაზე მეტია და ჰაერში არ უნდა ისროლო. რამდენიმე შეხვედრის შემდეგ ჩვენი სიყვარული ჩამოყალიბდა. როდესაც ვუთხარი “მიყვარხარ”, ანისგანაც მალევე მივიღე დადებითი პასუხი.

– რამდენი ხანი იყავით შეყვარებულები და იმ პერიოდს როგორ გაიხსენებდით?

– შეყვარებულები წელიწადზე მეტ ხანს ვიყავით. დაოჯახებას უფრო ადრე ვაპირებდით, მაგრამ დრო არ მქონდა. ძალიან მოკლე ხანში შემაყვარა თავი. სულ მინდოდა, უფრო ადრე მომეყვანა ცოლად, მაგრამ საქმის გამო დავაგვიანე.

– თქვენი სპორტული წარმატება და პოპულარობა ანისთან ურთიერთობაში დაგეხმარათ?

– ალბათ ყველა გოგოს აინტერესებს, ბიჭი რას წარმოადგენს და ყველას კარგი უნდა. სხვათა შორის, ანიმ არც იცოდა, რომ სპორტსმენი ვიყავი, ჩემგან გაიგო. თუმცა ისეთი პერიოდიც დაემთხვა, როცა საზოგადოებამ გამიცნო, ამიტომ დაინტერესდა კიდეც. ხშირად ამბობს, ინტერნეტში მოვიძიე ინფორმაციაო.

– წინა ინტერვიუში “სარკესთან” თქვით, ეჭვიანი შეყვარებული ვარო. ახლა, როდესაც ანი უკვე თქვენად გყავთ დაგულებული, აღარ ეჭვიანობთ?

– ეჭვიანობაზე ცოტა სხვანაირად ვფიქრობ. ვიღაცაში თუ გამცვლის, ან მიღალატებს, ეს ჩემთვის ეჭვიანობა არ არის. უფრო იმაზე ვეჭვიანობდი, რომ ქუჩაში ვინმეს რამე არ ეთქვა, რადგან ეს ქართველებს გვჩვევია. რასაც მე არ ვაკადრებ სხვას, არც სხვისგან მომწონს. ხშირ შემთხვევაში ასეთ რაღაცებს მიმალავდა და კამათი ამაზე მოგვდიოდა. მეუბნებოდა, მეც ადამიანი ვარ და მეც შემიძლია პასუხის გაცემაო. ძირითადად ამაზე ვკამათობდითო.

– შეყვარებულობის პერიოდში განსაკუთრებულად დატვირთული სპორტული რეჟიმი გქონდათ. ახერხებდით საყვარელი ქალის განებივრებას რომანტიკით?

– ჩემზე არ ითქმის, რომ რომანტიკული ვარ. სპორტული შეკრებების გამო ხშირად არ გვიწევდა ნახვა და ყველაზე კარგი მაშინ იყო, მონატრებულები რომ ვხვდებოდით ერთმანეთს.

– მალდივებზე თაფლობისთვის გატარება ვისი იდეა იყო?

– იმაზე ფიქრის დრო არ მქონდა, სად წავიდოდით. ჩემთვის დიდად არ აქვს მნიშვნელობა, სად წავიდოდი, ჩემში აღფრთოვანებას ვერც ერთი ქვეყანა იწვევს. მოგზაურობის მოყვარული არ ვარ. მთავარი იყო, ჩემი საყვარელი ადამიანი გამეხარებინა.

ანის ძალიან უნდოდა მალდივებზე წასვლა. სხვათა შორის, მეც ძალიან მომეწონა, მაგრამ 5 დღის შემდეგ უკვე საქართველო გვენატრებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ახალი მეგობრებიც შევიძინეთ. 5 დღეზე მეტ ხანს ვერსად ვჩერდები. მაქსიმუმი, ერთი კვირა და მერე საქართველოში მინდა ხოლმე.

– დაქორწინების სურვილს ახლდა გარკვეული შიში, თუნდაც პასუხისმგებლობის აღების?

– თავიდან ცოტა მეშინოდა, ანი ჩემს სპორტულ რეჟიმს როგორ გაუძლებდა. ვფიქრობდი, ჩემს სპორტულ კარიერაში ხელი არ შემშლოდა, მაგრამ ანი უფრო დაინტერესებულია ამით, დილით მაღვიძებს, რომ ვარჯიშზე არ დამაგვიანდეს. ყველანაირად ხელს მიწყობს.

ლაშა ტალახაძემ გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა - ,,დაქორწინების ცოტა მეშინოდა"– ცალკე ცხოვრობთ?

– ცალკე კი ვცხოვრობთ, მაგრამ ცალკე ცხოვრება არ გამოგვდის – ოჯახის წევრები, მეგობრები სულ ჩვენთან არიან. ძალიან მიხარია, რომ ჩემმა მშობლებმა და ანიმ ერთმანეთს კარგად გაუგეს და მათი შეხედულებები ერთმანეთს ემთხვევა. ხან შეკრებებზე მომიწევს წასვლა, მაგრამ ანი მარტო თავს არასდროს იგრძნობს, ვინაიდან დიდი ოჯახი ვართ და ნებისმიერ პრობლემას გადავლახავთ.

– ანი რას საქმიანობს?

– ამ ეტაპზე არ საქმიანობს. ესეც ჩემი დამსახურებაა. ვეუბნები, დაიწყებ მუშაობას, უბრალოდ ჯერ არ გეჩქარება-მეთქი. იმას არ მივესალმები, “ქალი ვიცი მე “კუხნაშიო”, უბრალოდ ჯერ ოჯახშია ბევრი საქმე. ყველაფერს რომ მოვაგვარებთ, შემდეგ აუცილებლად დაიწყებს მუშაობას.

– დაბოლოს, სულ ახლახან გაღიარეს მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად. ალბათ იბრძოლებთ იმისთვის, რომ ეს ტიტული შეინარჩუნოთ.

– ჩემი ტიტულები რაც უფრო მატულობს, მით უფრო მოტივირებული ვხდები, მეტად მინდება წარმატების მიღწევა. რაც შეეხება დაჯილდოებას, ამ ნომინაციაში საქართველოდან არასდროს არავინ ყოფილა წარდგენილი და ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო.

ისეთი გამოკითხვა ჩაატარეს, რომ მე ვერაფერს გავაკეთებდი, მხოლოდ გულშემატკივრის მხარდაჭერა იყო საჭირო. ჩემი გასაკეთებელი მხოლოდ ის იყო, რომ ტურნირები მომეგო. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი თითოეულ ადამიანს, ვინც გვერდში დამიდგა.

 მარი მგალობლიშვილი, სარკე