,,ილოცეთ ჩვენთვის“ – საბერძნეთში ხანძარმა 20 ადამიანი იმსხვერპლა, 60-ზე მეტი დაშავდა

,,ილოცეთ ჩვენთვის“ - საბერძნეთში ხანძარმა 20 ადამიანი იმსხვერპლა, 60-ზე მეტი დაშავდასაბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები სოციალურ ქსელში საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებენ:
„ ათენის მიმდებარე დასახლებები ცეცხლშია გახვეული. ცეცხლის გავრცელებას საშინელი ქარიც ხელს უწყობს. სუნთქვა ჭირს.მთელი ქალაქი კვამლშია გახვეული.უმორჩილესად გთხოვთ, ილოცეთ ჩვენი გადარჩენისთვის“.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია 20 ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვნებიც. 60-ზე მეტი კი დაშავდა.