საქართველოს არქივში დაცულია უნიკალური კადრები, სადაც ჩანს ავადმყოფი აკაკი წერეთელი როგორ დასტირის ილია ჭავჭავაძის ცხედარს.
თედო ჟორდანია მოგონებებში წერს:
,,ილიას დამარხვის დღეს, როდესაც ზღვა-ხალხმა ილიას წმიდა გვამი გამოატარა იმ სახლთან, სადაც მაშინ ავადმყოფი აკაკი იწვა, გულდათუთქული აკაკი ლოგინიდამ წამოიწია: ცხედარი დამანახეთო.
ორმა მხლებელმა ხელი მოსჭიდეს ავადმყოფს და ბალკონზე გაიყვანეს თავშიშველი, თმაგაწეწილი აკაკი.
ეს ზღვა ხალხი შედგა, სმენად იქცა.
აკაკიმ თავზე ხელები შემოიკრა და შესჩივლა ცხედარს:
ეს რას ვხედავ? რათ მიღალატე, ძმაო: ერთ უღელში ვებით, ჭაპანს ერთად ვეწეოდით, ახლა უღლიდან თავი გამოგიშვია, მარტო დაგიგდივარ – გრცხვენოდეს! ახლა ცალიღა რის მაქნისი ვარ; რატო თან არ წამიყვანე? რად გამეყარე?”.
https://www.facebook.com/erovnebaqartveli/videos/2083448855276214/?t=19
