რა გველოდება ბათუმში ზღვის სეზონზე

რა გველოდება ბათუმში ზღვის სეზონზეაჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ზაფხულის ფესტივალით გაიხსნა. ორიგინალური და კრეატიული საზაფხულო დეკორაციებით მორთულ ზღვის სანაპიროს უამრავი ადამიანი ოჯახებთან და მეგობრებთან ერთად სტუმრობდა. ბათუმელებისა და ბათუმის სტუმრებისათვის  ისეთი დიჯეები და ბენდები ზრუნავდნენ, როგორებიც არიან დიჯეი Chiki, Vako T, ლაშა გურული, Gabunia, ბენდი Groove Phoenix, Bedford Falls და დიჯეი The Drifter გერმანიიდან.
რა გველოდება ბათუმში ზღვის სეზონზეფესტივალის განმავლობაში, ხალხმრავლობა და დიდი ჩართულობა იყო სპორტულ-გასართობ და საბავშვო აქტივობებში.

ფესტივალის ფორმატი და გარემო ყველა გემოვნებისა და ასაკის ადამიანს აძლევდა საშუალებას, დრო სასიამოვნოდ გაეტარებინათ. შთამბეჭდავი იყო საღამოს შოუ, რომელიც გერმანულმა ქალთა დასმა Friedrichstadt Ballett წარმოადგინა. ლათინო-ამერიკული ცეკვების გარდა, გუნდის წევრებმა პოპულარული ჰიტები შეასრულეს, რასაც მსმენელის ოვაციები მოჰყვა. გარდა ამისა, ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ცეცხლოვან შოუთი და გრანდიოზულ ფოიერვერკით დამტკბარიყვნენ.

„3 ივნისს ბათუმში ტურისტული ოფიციალურად გაიხსნა, თუმცა წელს რეგიონში სეზონი გაცილებით ადრე, აპრილიდან დაიწყო. გაზაფხულის სამთვიანი პერიოდის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მონაცემების  შეჯამებამ მოგვცა საშუალება, რომ 2017 წელთან შედარებით, 61 პროცენტიანი ზრდა დაგვეფიქსირებინა. ჩვენი მხრიდან ყველანირად ვცდილოთ, რომ აქ ჩამოსულ სტუმრებს ბევრი საინტერესო ამბავი დახვდეთ.

აჭარა ზაფხულს მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტებითა და სიახლეებით ხვდება. რეგიონში ზღვაზე დასასვენებლად ჩამოსულ სტუმრებს მთიანი აჭარის საინტერესო ტურისტული მარშრუტები, ახალი სასტუმროები, ტურისტული სერვისები, საერთაშორისო ფესტივალები და კონცერტები ელოდებათ“, – გვითხრა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ კაიკაციშვილმა.

რა გველოდება ბათუმში ზღვის სეზონზეზაფხულის ტურისტულ სეზონზე იზრდება ბათუმის მიმართულებით ფრენების რაოდენობაც. Tav Georgia-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ჯამში ბათუმის მიმართულებით 22 ავიაკომპანია შეასრულებს ფრენებს ისრაელიდან, ირანიდან, რუსეთიდან, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან, ბელარუსიიდან, თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ამას დაემატება ჩარტერული რეისებიც. სეზონზე ბათუმის მიმართულებით კვირაში საშუალოდ 120-მდე ფრენა იგეგმება.

განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება სეზონს რეგიონის ტურისტულად მიმზიდველი  ადგილები: ბათუმის ბულვარი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი და ბათუმის დელფინარიუმი. წლევანდელი სეზონის ერთერთი მთავარი გამოწვევა ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატია, რომლესაც ბათუმი სექტემბერში უმასპინძლებს. 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე გაიმართება. უდიდეს სპორტულ ფორუმზე დასასწრებად საქართველოს 189 ქვეყნის 4 ათასამდე სტუმარი ეწვევა

გასული წლის მსგავსად, წელსაც ბულვარში, ტურისტებს ერთ სტილში მოწყობილი საპლაჟო სექტორი დახვდებათ, თავისი საშხაპეებით, გასახდელებით, ერთნაირი შეზლონგებითა და სანაპიროზე ჩასასვლელი შშმ პირებზე ადაპტირებული ბილიკებით.

წელს, აჭარაში დასვენების მსურველებს ახალი ტურისტული სერვისიც ელოდებათ. ბათუმის ულამაზესი ხედების ნახვა უკვე შვეულმფრენიდანაც იქნება შესაძლებელი.

სიახლეა განთავსების ობიექტების მხრივაც. გასულ წელს რეგისტრირებულ 429 ობიექტს  9 ახალი შეემატა. კიდევ ერთი მაღალი კლასის სასტუმრო „გლორია“ კი ბათუმში ზაფხულის პერიოდში გაიხსნება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის რეკლამირებას ტურისტების მოზიდვის მიზნით 16 სამიზნე ქვეყანაში ანხორციელებს. რეკლამა ძირითადად, სატელევიზიო რეკლამას, ონლაინ რეკლამას, პრესს და ინფოტურების ორგანიზებას, გარე რეკლამას და საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში აჭარის წარმოჩენას ითვალისწინებს.