ზვიად გამსახურდიას შვილიშვილმა პოლონეთში პიესა დადგა

ზვიად გამსახურდიას შვილიშვილმა პოლონეთში პიესა დადგაზვიად გამსახურდიას შვილიშვილმა და კონსტანტინე გამსახურდიას შვილმა, დემეტრე გამსახურდიამ, პოლონეთში მუსიკალური პიესა ,,ვიკარე” დადგა.

 

,,ინტერაქტიული, მუსიკალური თეატრისთვის შექმნილი პიესა “ვიკარე,” რომლის პრემიერაც ახლახან გაიმართა კრაკოვის რეგიონში, პოლონური მუსიკალური სცენის დიდი ნესტორის, კჟიშტოფ პენდერეცკის სახელობის ცენტრში. ორკესტრი – ძირითადად შვეიცარიელი და პოლონელი მუსიკოსებითაა შედგენილი. პიესის და მუსიკალური ნაწილის ავტორი დემეტრე გამსახურდია. დირიჟორი ვიქტორ კოჩიუბანი.

,,ვიკარე” არის ეტრუსკული ფორმა სახელისა ,,იკაროსი” – ბერძნული მითოლოგიის კაცი, ვისაც სურდა გაფრენა, მაგრამ ჩამოვარდა. ეტრუსკები, იგივე ,,რასენები” იყვნენ მნიშვნელოვანი კულტურის მატარებელი ხალხი იტალიურ ტოსკანაში, რომლის კვალიც ისტორიაში ჩვენი წელთაღრიცხვის დადგომიდან მალევე ქრება. დასავლეთში არსებობს ვარაუდი მათ იბერიულ-იაფეტურ-წინააზიურ წარმოშობაზე. ამ დადგმაში ეტრუსკული ტექსტებიც არის გამოყენებული.

მუსიკა რაღაცით მგავსია თანამედროვე ამერიკული ,,მინიმალ მიუზიკლის”, არა იმდენად მელოდიურობაზე აგებული, არამედ მიდის ძალიან თავისებური რიტმიკის ფონზე, მასში ჩართულია ქართული და კორსიკული საკულტო სიმღერების მოტივები. სცენაზე რამდენიმე პერსონაჟი მოქმედებს”, – დაწერა კონსტანტინე გამსახურდიამ.