უსაფრთხოების დაცვის მიზნით მეტროსადგური „თავისუფლება“ მგზავრებს არ ემსახურება

უსაფრთხოების დაცვის მიზნით მეტროსადგური „თავისუფლება“ მგზავრებს არ ემსახურება-უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე მეტროსადგური „თავისუფლება“ დროებით მგზავრებს არ ემსახურება , – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მეტროპოლიტენში განუცხადეს.

-16:00 საათიდან მეტროსადგური „თავისუფლება“ არ იღებს მგზავრებს უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე. ეს უკავშირდება მიმდინარე შეკრებებს. ზუსტი დრო თუ როდის განაახლებს „თავისუფლება“ მგზავრთა მიღებას, არ ვიცით. როგორც კი შესაძლებელი იქნება, სადგური მიიღებს მგზავრებს, – განაცხადეს მეტროპოლიტენის პრესსამსახურში.

თავისუფლების მოედნის მიმდებარედ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან 19:00 საათზე დაგეგმილ შეკრებას აპროტესტებენ, რომელიც ჰომოფობიისა და ტრანსფობიის დღესთან დაკავშირებით და ლგბტ თემის მხარდასაჭერად უნდა გაიმართოს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. სამართალდამცველები ასევე აკონტროლებენ მთავრობის ადმინისტრაციასთან მისასვლელ ქუჩებს.

ინტერპრესნიუსი