თამარ გამრეკელაშვილის მამა: ,,თაკოს ქმართან პრობლემები ჰქონდა, ჩემი სიძე და ვეფხია ბაქრაძე ერთ თამაშს თამაშობდნენ”

თამარ გამრეკელაშვილის მამა: ,,თაკოს ქმართან პრობლემები ჰქონდა, ჩემი სიძე და ვეფხია ბაქრაძე ერთ თამაშს თამაშობდნენ"თბილისში, ბარნოვის ქუჩზე სასტიკად მოკლული თამარ გამრეკელაშვილის მამამ, ზვიად გამრეკელაშვილმა, მკვლელობის ახალ დეტალებზე ტელეკომპანია ,,პალიტრანიუსის” გადაცემა ,,360 გრადუსში” ისაუბრა. მისი თქმით, თამარი მეუღლისგან მუდმივად ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიდა.

როგორც ზვიად გამრეკელაშვილი ამბობს, მის სიძეს, ირაკლი აბულაძეს, მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძესთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

-თაკო მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე იყო ჩემთან და ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ. თავის პრობლემებზე მელაპარაკებოდა, პირად პრობლემებზე.

თაკო დიდ ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიდა მეუღლისგან, თუ ყოფილი მეუღლისგან… როგორ დავარქვა არ ვიცი, რადგან ბოლო დროს ერთად არ ცხოვრობდნენ.

ვეფხია ბაქრაძე და თაკოს ყოფილი ქმარი ძალიან დაახლოებული პირები იყვნენ, ისინი ერთ მიზანს ემსახურებოდნენ, რომ ვეფხიას დაეჩაგრა ჩემი შვილის დედა და ირაკლის _ ჩემი შვილი. ცდილობდნენ, დედა-შვილი დაეკნინებინათ. ამ თამაშს თამაშობდნენ.

ირაკლის ყოველთვის ვაფრთხილებდი, შვილები გყავს გასაზრდელი და მეუღლეს სათანადო ყურადღება სჭირდება-თქო. ჩემი შვილი ამ დრომდე იტანდა ამ ყველა უბედურებას, მის ხელში არ გაუხარია. ძალიან ბევრი რამე ვიცი, არ ვიცი, გამოძიება ჩემთან რატომ არ თანამშრომლობს. ახლა ის ე.წ. სიძე რეკავს საბერძნეთიდან, იმუქრება და მეორე ბავშისკენ არის დამზერილი, – ამბობს ზვიად გამრეკელაშვილი.

პალიტრანიუსი