როგორ დავალევინოთ ბავშვებს წამალი

საბავშვო წამლების უმეტესობას სასიამოვნო გემო აქვს, მაგრამ პატარა ასაკის ბავშვებისთვის მათი დალევა ხანდახან პრობლემებთან მაინც არის დაკავშირებული. როგორ იმოქმედოთ, თუ თქვენს შვილს წამლის გემო არ მოსწონს?

. მზად იქონიეთ ბავშვის საყვარელი სასმელი, რათა წამლის გემო გააქროს. “მოქრთამვაც” სცადეთ, შეიძლება საყვარელი ტკბილეულის ან ჯილდოს მოლოდინით ბავშვმა მორჩილად გაგიღოთ პირი.

. უთხარით, ცხვირზე ხელი მოიჭიროს, რომ წამლის სუნი ვერ იგრძნოს.

. შედარებით მოზრდილ ბავშვს აუხსენით, რატომ უნდა დალიოს წამალი. თუ ეცოდინება, რომ წამალი უშველის, შეიძლება მისი დალევა არ გააპროტესტოს.

. თუ ბავშვს წამლის გემო არ მოსწონს, ენის ძირზე დაასხით, ასე გემო ნაკლებად იგრძნობა, რადგან გემოვნების რეცეპტორები ენის წვერზეა განლაგებული.

მოამზადა ნათია ტოტიკაშვილმა, ჟურნალი სარკე