ბერა: ,,ბარიგები კლავენ ხალხს, ვითხოვ ლეგალიზებას” – ვიდეო

ბერა: ,,ბარიგები კლავენ ხალხს, ვითხოვ ლეგალიზებას” - ვიდეორეპერი ბენა ივანიშვილი, რომელიც ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის და მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის შვილია, ახალი სიმღერით მარიხუანის ლეგალიზებას ითხოვს. ახალი სიმღერა ბერას youtube გვერდზე დღეს, 13 მაისს აიტვირთა.

სიმღერის ტექსტის მიხედვით, ბერა კონკრეტულად მარიხუანის ლეგალიზებას უჭერს მხარს, სხვა ე.წ. “სინთეტიკურ ნარკოტიკებზე” კი ნეგატიურ კონტექსტში საუბრობს. ტექსტში ახსენებს”ბარიგებს”, რომლებიც ბევრ ხალხს კლავენ”. სიმღერის ბოლოს ამერიკელი ასტროფიზიკოსის, ნილ დეგრას ტაისონის სიტყვებია:

“ვფიქრობ, თუ რეალურად აანალიზებ, იმ რაღაცეებთან შედარებით, რაც ლეგალურია, არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ის ოდესმე კანონით აკრძალული უნდა ყოფილიყო. იმას ვგულისხმობ, რომ ალკოჰოლი ლეგალურია და მან უფრო მეტი ზიანი შეიძლება მოგაყენოს, ვიდრე მარიხუანის მოწევამ “.

ნეგაზეთი