,,დროშა ვერ დაკიდენ” – ხელისუფლებამ ოპოზიციონერი ქუთაისელი დეპუტატის, გოგი წულაიას კრიტიკა გაითვალისწინა და ქუთაისის მერიამ ქალაქის შემოსასვლელში საქართველოს სახელმწიფო დროშის სადგარის დამონტაჟებისთვის 65 651 ლარის ღირებულების ტენდერი (NAT180005887) გამოაცხადა. დროშის სადგარი ნიკეას ქუჩაზე # 70 ბინასთან უნდა განთავსდეს.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 5 დღეში უნდა დაიწყოს და 30 დღეში შეასრულოს. დროშის ქვეშ ოთხი სანათი უნდა დამონტაჟდეს.