ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე, ხოლო დაშავებულთა – 50-მდე გაიზარდა.
აფეთქება ქაბულში ამომრჩეველთა რეგისტრაციის ცენტრთან მოხდა.
ამ ეტაპზე არც ერთ რადიკალურ დაჯგუფებას აღნიშნულ ინციდენტზე პასუხისმგებლობა არ აუღია. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
ინტერპრესნიუსი