ჟურნალისტ მარიამ ჭელიძეს დახმარება სჭირდება, მას ავთვისებიანი სიმსივნე აქვს

ჟურნალისტ მარიამ ჭელიძეს დახმარება სჭირდება, მას ავთვისებიანი სიმსივნე აქვსჟურნალისტ მარიამ ჭელიძეს 2016 წელს ლიმფური ჯირკვლების ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა. საზოგადოების თანადგომით მან 2016 წელს პირველი ეტაპი დასძლია, თუმცა აღმოჩნდა რომ დაავადების ბოლომდე დაძლევა ვერ მოხერხდა. ამოტომ, მას კიდევ ესაჭირობა ძვირადღირებული სასწრაფო ოპერაცია.

„აღმოჩნდა რომ მეტასტაზები წასულია, ამიტომ ოპერაცია სასწრაფოა. იმის გამო, რომ პირველი ოპერაცია თურქეთში გაკეთდა, აუცილებელია მეორე ქირურგიული ჩარევა ისევ ,,აჯიბადემის“ კლინიკაში მოხდეს, რაც 15 000 $ ჯდება. თქვენ მიერ გაღებულ თითოეულ ლარს დიდი მნიშვნელობა აქვს. ოპერაცია იმ კვირაშია დანიშნული, თანხა კი ამ დრომდე არ მოგროვებულა.

დახმარების მსურვებს შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ შემდეგ საბანკო ანგარიშზე:

GE96TB7722645061600017 მიმღები მარიამ ჭელიძე“