დღეს თბილისში, მოსკოვის გამზირზე 90 წლის მამაკაცი საკუთარ ბინაში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა. წინასწარი მონაცემებით, მოხუცი კვამლით გაიგუდა. ცხედარი მეხანძრეებმა აღმოაჩინეს.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც გაუფრთხილებლობით სიკვდილი ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია”, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.