როდიდან დაიწყება საგაზაფხულო არდადეგები ბაღებსა და სკოლებში?

გასულ წელს საგაზაფხულო არდადეგები ბაღებში არ ყოფილა და სააღმზრდელო დაწესებულებები ისვენებდნენ, მხოლოდ ოფიციალურად გამოცხადებულ დასვენების დღეებში.
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ბაგა-ბაღებში საგაზაფხულო არდადეგები წელსაც არ იქნება. რაც შეეხება საჯარო სკოლებს, როგორც  mshoblebi.ge-ს საქართველოს განათლებისა და მეცნიერებს სამინისტროში  განუცხადეს,  სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტიდან 15 მარტამდე გაგრძელდება.
რუსკა კილასონია