რამაზ იოსელიანის 20 ლიტრიან დოდონას მარტია ეყოლა

რამაზ იოსელიანის 20 ლიტრიან  დოდონას მარტია ეყოლამსახიობი რამაზ იოსელიანი თეატრის სცენიდან მაყურებელს ზღვა ემოციას ჩუქნის, მერე კი თბილისიდან გორში, სოფელ ხიდისთავში, თავის სახლში მიდის და მიწას ამუშავებს, წვრილფეხა საქონელს, ფრინველს უვლის. წლებია, რაც ქალაქში ყოფნას სოფელში ცხოვრება ამჯობინა.

,,ფეისბუქზე” ხშირად ტვირთავს სოფლის ცხოვრების ამსახველ ფოტოებს. რამდენიმე კვირის წინ დაწერა, რომ მის ძროხას, ნაზოს, ნიკორა ეყოლა. ახლახან კი თავის მეგობრებს ახარა, რომ  დოდონამ მარტია გააჩინა.

რამაზ იოსელიანის 20 ლიტრიან  დოდონას მარტია ეყოლა

_  მყავს ქათმები, გოჭები, იხვები, 20 ლიტრიანი  მეწველი ძროხა – დოდონა, რომელიც ჩემმა მეგობარმა მამაომ მაჩუქა. დოდონას ისე ველაპარაკები, როგორც ადამიანს და ზუსტად ვიცი, ესმის. ეს აგარაკი შევიძინე, როცა გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვიყავი.  თბილისში დავიბადე და გავიზარდე. სულ მშურდა იმ ბავშვების, რომლებიც ამბობდნენ, სოფელში ვიყავიო, რადგან, მე არ გამაჩნდა. ეს ოცნება ავიხდინე და იქ გადავცხოვრდი. მიწასაც ვამუშავებ, ცხოველებსაც ვუვლი, მაწონსაც ჩემი ხელით ვაკეთებ, პურსაც ვაცხობ თონეში და სტუმრებსაც ჩემი ხელით მოყვანილი და დაკრეფილი ხილ-ბოსტნეულით ვუმასპინძლდები. ყველამ უნდა მოძებნოს თავისი სამოთხე დედამიწაზე, – ყვება მსახიობი სხვადასხვა ინტერვიუებში.