ნიკა გვარამია საგანგებო ბრიფინგს მართავს

ნიკა გვარამია საგანგებო ბრიფინგს მართავსტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან “ქართული მარშის” აქციაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი ჩაინიშნა.

განცხადებას სამაუწყებლო კომპანიის დირექტორი 18:00 საათზე გააკეთებს.

“ქართული მარშის” წევრები, ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას ტელეკომპანიაში არ უშვებდნენ.

მარშის წევრები გაბუნიასგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვენ იმ განცხადების გამო, რომელიც მან “პოსკრიპტუმის” ეთერში გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ გაბუნიამ ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ ბაღზე საუბრისას თქვა:

“მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშვა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ, იმიტომ, რომ ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი და ამ დროისთვის ბიძინას ეზოში იქნებოდა გადატანილი ყველა ხე.

ასე იცოცხლებდა იესო ღრმა სიბერემდე, მთავარია, სადმე ბიძინასთვის არ გადაეკვეთა გზა ან უარესი, მის ეზოში არ დაეწყო ქადაგება, თორემ იგივენაირად დაასრულებდა, როგორც 2000 წლის წინ ან უარესად”.