კემეროვოს ოლქში ხანძრისას დაღუპულ ადამიანებს გლოვობენ. ხალხი ქუჩაში გამოვიდა და მიტინგს მართავს, ისინი ადგილობრივი ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ.
ოფიციალური ინფორმაციით 68 ადამიანი დაიღუპა, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მსხვერპლი გაცილებით დიდია.
ვიცე-გუბერნატორი სერგეი ცივილიევი მიტინგზე მივიდა, ხალხის წინაშე მუხლებზე დადგა და პატიება ითხოვა.
https://youtu.be/2mZYp-5Pfks?t=51
