გიორგი გაბუნია: ,,იესო აჭარაში რომ მოსულიყო, ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ, იმიტომ, რომ ხე აღარ იქნებოდა”

გიორგი გაბუნია: ,,იესო აჭარაში რომ მოსულიყო, ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ, იმიტომ, რომ ხე აღარ იქნებოდა"ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას თავისი ხისტი გამონათქვამების გამო ხშირად აკრიტიკებენ. ამჯერად საზოგადოების წყრომა გადაცემა ,,პოსკრიპტუმში” გაკეთებული კომენტარის გამო დაიმსახურა. მან ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ ბაღზე საუბრისას თქვა:

“მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშვა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ, იმიტომ, რომ ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი და ამ დროისთვის ბიძინას ეზოში იქნებოდა გადატანილი ყველა ხე.

ასე იცოცხლებდა იესო ღრმა სიბერემდე, მთავარია, სადმე ბიძინასთვის არ გადაეკვეთა გზა ან უარესი, მის ეზოში არ დაეწყო ქადაგება, თორემ იგივენაირად დაასრულებდა, როგორც 2000 წლის წინ ან უარესად”.