გიორგი გაბუნია: ,,განდეგილობა მინდოდა, მშობლებისთვის ეს მძიმე მოსასმენი იყო” – რას ყვება ტელეწამყვანი სარკესთან

გიორგი გაბუნია: ,,განდეგილობა მინდოდა, მშობლებისთვის ეს მძიმე მოსასმენი იყო" - რას ყვება ტელეწამყვანი სარკესთანჟურნალ ,,სარკის” არქივში ინახება ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას ინტერვიუ, რომელიც 2 წლის წინ არის ჩაწერილი.  ჟურნალისტი იხსენებს თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან პერიოდებს, მათ შორის, იმ წლებს, როცა ის რელიგიით იყო გატაცებული და ბერად შედგომაზე ფიქრობდა.

– გიორგი, თქვენი ბავშვობა რითი იყო გამორჩეული?

– ბავშვობიდან მიყვარდა ჩემს თავთან მარტო ყოფნა. წიგნებში თავჩარგული მოსწავლე ვიყავი. მიყვარდა ხატვა, ექსპერიმენტების ჩატარება, მაგალითად, წყალში ხახვს ჩავაგდებდი და ვაკვირდებოდი, როგორ შეიცვლებოდა, როგორ გაიზრდებოდა და ა. შ. ასევე ძალიან მიყვარდა კონსტრუქტორები.

ბავშვობაში ეკლესიური ვიყავი, რადიკალური განცხადებებით გამოვდიოდი. ვამბობდი, სკოლას რომ დავამთავრებ, კლდეში განდეგილად უნდა ვიცხოვრო-მეთქი. მშობლებისთვის ეს მძიმე მოსასმენი იყო.

– მერე კი განდეგილობა გადაიფიქრეთ

– რელიგიურ ლიტერატურას ინტენსიურად ვეცნობოდი და რელიგიებზე, მათ შორის – მართლმადიდებლობაზეც, წარმოდგენა შემეცვალა. ეკლესიაში დავდიოდი, მაგრამ მოძღვართან ინტენსიური ურთიერთობა არ მქონია.

ხშირად ადამიანებს ეკლესიაზე ან სასულიერო პირებზე ეცვლებათ წარმოდგენა, მე კი რელიგიაზე შემეცვალა აზრი. არადა თავის დროზე არქიტექტურულზეც იმიტომ ჩავაბარე, რომ ეკლესიები მეშენებინა.

– ეკლესიის წიაღიდან მოწყვეტა დიდ სულიერ ტრავმებს იწვევსთქვენში რა მოხდა მაშინ?

– ეკლესიაში როდესაც დავდიოდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მარტო არასოდეს ვიყავი, ღმერთი ჩემთან იყო და მიფარავდა. მახსოვს ის დღე, როდესაც მივხვდი, რომ იმის გარეშე დავრჩი, რაც მქონდა. სრული სიმარტოვე ვიგრძენი. აღარ მყავდა ვიღაც, ვისთვისაც ნებისმიერ დროს შემეძლო მიმართვა და ვინც დამიფარავდა, ეს კი მძიმე მომენტი იყო. ვფიქრობდი, რა მიმართულებით წავსულიყავი.

მანამდე რელიგია თავად მაძლევდა მიმართულებებს, როგორი წესებით მეცხოვრა. როდესაც ჩემი თავი ამ ყველაფრისგან გავათავისუფლე, მივხვდი, რომ თავად უნდა დამედგინა ჩემი ცხოვრების წესი და ვერავისთან გადავამოწმებდი, ნამდვილად სწორი იყო ჩემ მიერ აღებული მიმართულება თუ არა.

გიორგი გაბუნია: ,,განდეგილობა მინდოდა, მშობლებისთვის ეს მძიმე მოსასმენი იყო" - რას ყვება ტელეწამყვანი სარკესთან– მაგრამ არსებობს გარკვეული საზოგადოებრივი წესები

– არასოდეს მაკმაყოფილებდა საზოგადოებისგან თავს მოხვეული წესები, მხოლოდ იმის კეთება მიყვარდა, რასაც მე ვთვლიდი მნიშვნელოვნად. შარვალი უკუღმა მეცვა, საყურეები მეკეთა, თმა სხვადასხვაფრად შევიღებე, ისე მქონდა აჭრილ-დაჭრილი, ზოგს ქეციანი ვეგონე.

– მიკვირსსახლიდან რომ არ გამოგაგდეს

– გამოგდების ზღვარზე ვიყავი, მაგრამ შვილის სიყვარულმა და იმედმა, რომ ოდესმე გამოვსწორდებოდი, გადამარჩინა. როდესაც “კურიერში” დავიწყე მუშაობა, მაშინ ჩათვალეს, რომ ნამდვილად გამოვსწორდი.

– გოგონებთან თავგადასავლებიგატაცებებისიყვარული – ეს ყველაფერი რა დოზით იყო თქვენს ცხოვრებაში?

– ასეთ ურთიერთობებში ყოველთვის საზიზღარი ვიყავი. სიყვარული ჩემთვის არ არსებობს. ვინც კი შეყვარებული იყო, ყველას დავცინოდი. დიდი მოწონება სიყვარულში არასოდეს გადამზრდია. ვიღაცაზე გადამკვდარი არასოდეს ვყოფილვარ და დღემდე ასეა. საშინელ დღეში ვაგდებდი იმ გოგონებს, ვისაც მე ვუყვარდი. ყოველთვის ისე გამოდის, რომ ცალმხრივად არიან შეყვარებული ჩემზე. ეს ხასიათი ვერ შევიცვალე და არც მიცდია.

– 20-30 წლის შემდეგ როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ცხოვრებაასე მარტო უნდა იყოთ?

– არ ვიცი. ადრე იმასაც ვამბობდი, სულ რომ უმუშევარი დავრჩე, საინფორმაციო გადაცემას და პოლიტიკას არ გავეკარები-მეთქი, მაგრამ აგერ, საინფორმაციოც მიმყავს და პოლიტიკური გადაცემაც. შეიძლება უცებ შეყვარებულიც მნახოთ და ინტერვიუში გითხრათ, როგორი თავდაკარგული ვარ. თუ შემიყვარდება, მართლა თავდაკარგული ვიქნები, რადგან სიყვარულში გამოცდილება არ მაქვს.

ქეთი დინოშვილი, ჟურნალი ,,სარკე”