ბათუმში 25 სკოლის მოსწავლე მეძავად მუშაობს

ბათუმში 25 სკოლის მოსწავლე მეძავად მუშაობსბათუმში 25 არასრულწლოვანი სექსმუშაკად მუშაობს. ამის შესახებ Unicef-ისა და World Vision-ის კვლევაშია ნათქვამი. არსებული ინფორმაციით, პროსტიტუციაში ჩართული არასრულწლოვნების რიცხვი ზაფხულში ტურისტული სეზონის დროს კიდევ უფრო იზრდება.

გავრცელებული ინფორმაციით, უცხო პირები გოგონებს სამსახურს სთავაზობენ და სექსმუშაკებად ასაქმებენ. თემით აჭარის ტელევიზიაც დაინტერესდა და საგამოძიებო ფილმი გადაიღო.

საქართველოს კანონმდებლობით, არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული სექსუალური ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულია. იგივე ქმედება ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ან წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნების მიმართ პროსტიტუციაში ჩაბმისაგან სარგებლის მიღება 5 დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

ინფო რუსთავი