ავიაკატასტროფაში დაიღუპა რუსი გენერალი, რომელიც 9 აპრილის ტრაგედიაში მონაწილეობდა

ავიაკატასტროფაში დაიღუპა რუსი გენერალი, რომელიც 9 აპრილის ტრაგედიაში მონაწილეობდარუსული მედიის ცნობით,  სირიაში, „ჰმეიმიმის“ აეროდრომთან რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილთა შორის გენერალ-მაიორი ვლადიმირ ერემეევია.

„ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილია 27 ოფიცერი, მათ შორის ერთი გენერალ-მაიორი“, – აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

რუსული მედია იუწყება, რომ ერემეევი 1988-1991 წლებში ხელმძღვანელობდა ქვედანაყოფს, რომელიც „საქართველოში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენაში“ მონაწილეობდა.