ჟურნალი „სარკე“ 20 წლისაა

ჟურნალი „სარკე“ 20 წლისააგუშინ პოლიტიკოსები, მომღერლები, მსახიობები თუ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ჟურნალ „სარკის“ 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში შეიკრიბნენ.

საღამოს მუსიკალურად ირაკლი კვანჭიანის ბენდი აფორმებდა. ფოტოებმა, რომლებიც „სარკის“ არქივიდან გამოიფინა, 200-მდე სტუმარს განვლილი შემოქმედებითი გზა გაახსენა.

ჟურნალი „სარკე“ 20 წლისაამედეა სანაია (მთავარი რედაქტორი): „ეს 20 წელი, „სარკის“ მიერ გავლილი, ძიებით, სიძნელეებითა და წარმატებით სავსე გზაა, რომელმაც ხალხის ნდობა და სიყვარული მოგვიტანა. წლების განმავლობაში „სარკე“ სახალხო ჟურნალად იქცა. ჩვენს შრომასაც ხალხს ვუძღვნით. ეს 20 წელიც დასტურია იმისა, რომ კარგ საქმეს ვემსახურებით“.

კრისტი ყიფშიძე: „24 წელია, რაც მოდელი ვარ. „სარკესთან“ მისი დაარსების დღიდან ვთანამშრომლობ. ისიც მახსოვს, პირველი ინტერვიუ ჟურნალისტმა ავთო ჩიტიძემ ჩამომართვა. ორსულობის პერიოდში, ბავშვის გაჩენის თუ მისი გაზრდის შემდეგაც ვიყავი „სარკის“ სტუმარი. ამ ჟურნალთან ერთად ბევრი ეტაპი გავიარე. მიყვარს „სარკე“, რადგან ჩემი ისტორიაა. არქივივით არის და სხვათა შორის, ნომრებს, სადაც ჩემი ინტერვიუებია დაბეჭდილი, დღემდე ვინახავ“.

ჟურნალი „სარკე“ 20 წლისაალაშა ღლონტი: „რაც ეკრანზე გამოვჩნდი, „სარკე“ კვალდაკვალ მომყვება. ვფიქრობ, ყველაზე რეიტინგული ჟურნალია. როგორც იტალიაში პავაროტია, ისეა საქართველოში „სარკე“. არეულობაა თუ სიმშვიდე, რეიტინგს არ კარგავს. 21-ე საუკუნეში ბევრი რამ შეიცვალა და ხალხი ინტერნეტზე გადაერთო, მაგრამ „სარკეს“ თავისი მკითხველი ისევ ჰყავს“.

სოფო ბედია: „სარკის“ ერთ-ერთი ყველაზე ხშირი და, როგორც ვიცი, საყვარელი რესპონდენტიც ვარ. მინდა მივულოცო 20 წლის იუბილე და კიდევ მრავალი 20 წელი ვუსურვო“.

ჟურნალი „სარკე“ 20 წლისააკახა კუხიანიძე: „დღევანდელმა დღემ კიდევ უფრო დამაფიქრა იმაზე, როგორ უცბად გარბის დრო. მიყვარს „სარკე“ და მისი ყველა ჟურნალისტი. ეს ჟურნალი ჩემს ბავშვობას მოჰყვება და ჩემს ცხოვრებასთანაა დაკავშირებული. 1998 წელიდან ვმღერი და როგორც აღმოჩნდა, ერთად მოვდივართ! წარმატებებს, კარგ ინტერვიუებსა და კიდევ უფრო ბევრ მკითხველს ვუსურვებ!“

ჟურნალი „სარკე“ 20 წლისაავერიკო ტურაშვილი: „20 წელი გამხდარა, რაც „სარკე“ ჩემს ცხოვრებას კვალდაკვალ მოჰყვება. ჩემთვის ყველაზე საყვარელი ჟურნალია. ჩემი შემოქმედებითი ცხოვრება ბევრ წელს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში „სარკესთან“ ყოველ ნაბიჯზე ვთანამშრომლობდი და არასდროს გავუბრაზებივარ. მიუხედავად იმისა, რომ „სარკე“ ყვითელი პრესაა, ყოველთვის ობიექტურია“.

 ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია