რა ხდება გიგი ადამაშვილსა და სოფო ნიჟარაძეს შორის – “ჩემი რჩეული ასაკით საკმაოდ უფროსია და ცნობილი სახეა”

რა ხდება გიგი ადამაშვილსა და სოფო ნიჟარაძეს შორის -  "ჩემი რჩეული ასაკით საკმაოდ უფროსია და ცნობილი სახეა"19 წლის მომღერალი გიგი ადამაშვილი, რომელმაც საოცარი ხმით მალევე მოიპოვა თავყვანისმცემლების არმია, „სარკესთან“ ინტერვიუში კარიერასა და პირად ცხოვრებაზე ისაუბრა. გიგის თქმით, მის პირადში სიახლეა.

– ჩემს ცხოვრებაში საინტერესო გოგო გამოჩნდა. ჩემზე საკმაოდ უფროსია, თუმცა მისი ვინაობის გამხელისგან თავს შევიკავებ. გეტყვით იმას, რომ ცნობილი სახეა. ალბათ ამ ურთიერთობის გასაჯაროება ადრეა, რადგან სულ ახალი ამბავია. თუ ურთიერთობა მოიტანს იმ ეტაპს, რომ სახალხოდ ვთქვა, სიამოვნებით ვიტყვი.

არ ვიცი, მიყვარს თუ არა. შეიძლება შეყვარებულიც ვარ და ვერ ვხვდები, რადგან აქამდე არავინ მყვარებია. ისე ხდება, რომ არასოდეს ვგეგმავთ , მაგრამ ერთმანეთს ყოველდღე ვხვდებით, – ამბობს გიგი.

გიგი ადამაშვილი სოფო ნიჟარაძესთან მის ურთიერთობაზეც საუბრობს.

ინტერვიუ სრული სახით ჟურნალ სარკის მიმდინარე ნომერში იხილეთ.