მოსკოვთან რუსული სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა – დაიღუპა 71 ადამიანი

მოსკოვთან რუსული სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა – დაიღუპა 71 ადამიანიდაახლოებით 1 საათის წინ რუსეთში ავიაკატასტროფა მოხდა.

სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტიდან ორსკში მიფრინავდა, ჩამოვარდა სოფელ არგუნოვოს მიდამოებში.

ბორტზე სულ 71 ადამიანი იმყოფებოდა – 65 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი.

– გადარჩენის შანსები მათ არ ჰქონდათ, – იუწყება რუსული მედია.

ან-148 ტიპის თვითმფრინავი ავიაკომპანია ”სარატოვსკიე ავიალინიის”

ეკუთვნოდა. ის მოსკოვიდან გაფრენის შემდეგ რადარებიდან გაქრა და მასთან კავშირის დამყარება ვეღარ მოხერხდა.

თვითმხილველებმა პოდმოსკოვიეს ქალაქ რამენსკოედან განაცხადეს, რომ მათ დაინახეს, როგორ დაეცა თვითმფრინავი.

ზოგიერთი წყაროს ცნობით, თვითმფრინავი ჰაერში აფეთქდა. არ გამორიცხავენ ცუდი ამინდის გავლენასაც.

ეს კატასტროფა მეორეა ან-148-ის ისტორიაში. პირველი 2011 წელს მოხდა. მაშინ ბელგოროდში ან-148 სასწავლო ფრენისას ჩამოვარდა. დაიღუპა ეკიპაჟის ექვსივე წევრი.

ახალითაობა