მოსკოვში სოსო პავლიაშვილის პროდიუსერი გიორგი გაბედავა დაჭრეს

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის, სოსო პავლიაშვილის პროდიუსერს, გიორგი გაბედავას სცემეს და დაჭრეს.

გაბედავას სამი ჭრილობა აქვს მიყენებული. მათგან ორი ნატყვიარი – მუცლის არეში.

დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევა მოსკოვში, დიმიტრი ულიანოვის ქუჩაზე მოხდა.

გაბედავა გარდა იმისა, რომ პროდიუსერია, პავლიაშვილის ნათლულიცაა.

იმედინიუსი