ლედი ტუკვაძე: ”გრიგოლ ბაკურაძის გადასარჩენად ბოლომდე ვიბრძოლებ” – რა მოხდა დეა გოშხეთელიანსა და გრიგოლ ბაკურაძეს შორის

ლედი ტუკვაძე: ”გრიგოლ ბაკურაძის გადასარჩენად ბოლომდე ვიბრძოლებ” - რა მოხდა დეა გოშხეთელიანსა და გრიგოლ ბაკურაძეს შორისბოლო თვეებია, მედია, ტელევიზია და საზოგადოება აქტიურად განიხილავს ყოფილ ცოლზე ძალადობაში ბრალდებული გრიგოლ ბაკურაძის ამბავს. დეა გოშხეთელიანს მხარდაჭერა თვით იუსტიციის მინისტრმა, სახალხო დამცველმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და თითქმის ყველა მედია ორგანიზაციამ გამოუცხადა. ბაკურაძის ყოფილი ცოლი, ქმარს ძალადობაში ადანაშაულებდა და საქმე იქამდე მივიდა, რომ გრიგოლ ბაკურაძე ამჟამად პატიმრობაში იმყოფება, სადაც ცოტა ხნის წინ თვითმკვლელობაც სცადა.

დრონი.ჯი გრიგოლ ბაკურაძის ადვოკატს დაუკავშირდა და ლედი ტუკვაძესთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

ქალბატონო ლედი, გრიგოლ ბაკურაძემ ციხეში თვითმკვლელობა სცადა, როგორ მდგომარეობაშია ის ახლა?

– გრიგოლ ბაკურაძე არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ისეთში, რომ მისმა პატრონმაც არ იცის. 21-ე დღეა ბიჭი შიმშილობს, ძალიან სუსტად არის… შაქარი აქვს მაღალზე, ამ ბიჭს კლავს ყველა, ვისაც არ ეზარება. ახალგაზრდა კაცმა რა დააშავა, გოშხეთელიანის თვალი არის თვალი და ბაკურაძის დალურჯებული ხელები და დაზიანებული ფსიქიკა არაფერი? ჩემი ფსიქიკა, როგორც ადვოკატის, ფეიქ ექაუნთებით რომ მწერს დეა გოშხეთელიანი ათას საზიზღრობას ეგ არაფერი? კაცმა თვითმკვლელობა სცადა ციხეში, ვინ მიიყვანა ამ ზღვრამდე ამას არავინ კითხულობს, მეორე მხარე არავის აინტერესებს, რა ხდებოდა სინამდვილეში. რატომ?

– – როგორ დაიწყო ეს ყველაფერი და რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?

– რომ იცოდეთ, მე ყველას გეუბნებით, რომ გრიგოლ ბაკურაძემ მიიღო უბინძურესი სახის ესემესები დეა გოშხეთელიანისგან, სადაც მისი სქესობრივი ურთიერთობის ამბავი იყო განხილული მესამე მხარესთან, დაუსქრინა ეს ბაკურაძეს და გადმოუგზავნა. ამის შემდეგ ბაკურაძე ავიდა სიმამრთან სალაპარაკოდ, იმ მესამე პირთან ერთად, გაიყოლა ის ბიჭი, ვისაც დეა გოშხეთელიანი წერდა ესემესებს. სხვათაშორის ამ ესემეებს გაუკეთდა ექსპერტიზა, დადასტურდა მისი ავთენტურობა და სასამართლოში წარდგენილი იქნება ნივთმტკიცებად.

თქვენი აზრით, მსხვერპლია გრიგოლ ბაკურაძე?

– დიახ, მედია მართლმსაჯულების მსხვერპლია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და იმ აგრესიული ადამიანების მსხვერპლი კომპიუტერთან რომ ზის და საზიზღარ კომენტარებს რომ წერს. ბიჭი ისეა დაუძლურებული ვეღარ ლაპარაკობს, ვაიმე და ხვალ ამ ბიჭს რამე დაემართოს, მერე ვიღაცა შექმნის ყალბ ფეისბუქს, დაწერს რომ ეს ყველაფერი არის ჩემი დადგმული, ვეღარ შევდივარ პატიმართან, იმიტომ რომ ჩემზე მოდის აგრესია. მეც ხო ვარ ქალი, მე რომ შეურაცხყოფები მაყენა გოშხეთელიანმა და ფეიქ ექაუნთებით ათასი სისაძაგლე მწერა, მე არ უნდა დამიცვას სახელმწიფომ, მე ქალი რა არ ვარ? ეს ქვეყანა არაა.. ამასობაში ამ ბიჭის ჯანმრთელობა ძალიან საგანგაშოა, რატო კლავენს ასე 30 წლის ბიჭს, რა დააშავა?

როდესაც გრიგოლ ბაკურაძემ თვითმკვლელობა სცადა, დეა გოშხეთელიანის მოძღვარს გაუგზავნა წერილი და ის მამაო შევიდა ციხეში ბაკურაძესთან, და მღვდელი არის გაოგნებული… გრიგოლ ბაკურაძეს სურვილი აქვს, რომ ყველაფერი გასაჯაროვდეს, იმიტომ რომ ერთმა მხარემ შეფუთა ეს ყველაფერი, იმისთვის, რომ ვიღაცამ გრანტი მიიღოს, ევროკავშირს უმტკიცებენ თითქოს მსხვერპლი ჰყავთ, არავინ კითხულობს, სინამდვილეში რა ხდება. მარტო ერთ მხარეს ალაპარაკებენ და უთმობენ მთელ ეთერს…

რა შეგიძლიათ თქვათ თავად დეა გოშხეთელიანზე?

– დეა გოშხეთელიანი ჩემი შვილის კლასელის და არის, ჩემ სახლში იყო 24 საათი და ჩემზე თქვა არ ვიცნობო, ხალხო გადავირიე, რა ქეისები არ მქონია, მაგრამ მსგავსი ისტორიას არ ახსოვს. ვის სჭირდება ასეთი სიყალბე? სინამდვილეში რამდენი ქალია ძალადობის მსხვერპლი იმათ მიხედონ, ქუთაისი კიდე პატარა ქალაქია, აქ ყველამ იცის ვინ ვინ არის… ეს ვის მოატყუებს, ასეთი ქეისი არცერთ ორგანიზაციას არ უნდა აწყობდეს წესით და მე არ გავჩერდები.

რას აპირებთ თქვენ სასამართლო სხდომაზე და რა ნივთმტკიცებებს წარადგენთ?

– ჩვენ ჩავატარეთ დამოუკიდებელი ექსპერტიზა. გოშხეთელიანი რომ იძახდა, მახრჩობდაო, ეს არ დასტურდება… დასტურდება ის, რაც თავად გრიგოლ ბაკურაძემ თქვა თავიდანვე და ექსპერტების დასკვნა და ბაკურაძის ჩვენებები ერთმანეთს ემთხვევა.

ექსპერტიზამ ასევე ნახა აუდიო ჩანაწერი, რომელიც არსებობს და სადაც ისმის, როგორ მივიდა გრიგოლ ბაკურაძე მის სიმამრთან სახლში ირაკლისთან ერთად (ირაკლი ის დეას მეგობარია, რომელსაც ესემესებს წერდა გოშხეთელიანი და სწორედ ამ მიმოწერის სქრინებს უგზავნიდა დეა ბაკურაძეს). ისმის, როგორ ეუბნება სიმამრს, გავიდეთ გარეთ, დავილაპარაკოთო, ის იქ დეას საცემად არ მისულა, არც იცოდა, სახლში თუ იყო, კაცურად მივიდა კაცთან, რომ მის შვილზე ელაპარაკა. აუდიო ჩანაწერში ისმის ირაკლის ხმა „გარეთ შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს“ და აქედან ჩანს, რომ გარეთ უნდოდა კაცებთან ლაპარაკი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს.

მე შემდეგ მოვინდომე, რომ ამ აუდიო ჩანაწერის ავთენტურობა დამემტკიცებინა და წარმედგინა ნივთმტკიცებად, რასაც მოჰყვა დეა გოშხეთელიანის მიერ ჩემს მიმართ ფეისბუქის ფეიქ ექაუნთების დახმარებით განხორციელებული მუქარა და შანტაჟი, ჯიხადის ვიდეო გადმომიგზავნეს ხალხნო, სარიტუალო ვიდეო… მწერდნენ, რომ მე ვარ მოძალადეების ადვოკატი და მოძალადეებს ვიცავ. მათ უნდოდათ, რომ ფონი შეექმნათ საზოგადოებაში, რომ ჩვენ მოძალადეები ვართ ყველა.

როგორ ფიქრობთ, სასამართლო გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს გრიგოლ ბაკურაძის მიმართ?

– თუ ეს იქნება მიუკერძოებელი, სამართლიანი სასამართლო, რაშიც უკვე ეჭვი მეპარება, რადგან პირდაპირ იუსტიციის მინისტრი, პირდაპირ სახალხო დამცველი, პირდაპირ თამარ ჩუგოშვილი, ყველა კომიტეტის თავმჯდომე ყველას მოუწოდებენ, რომ დასაჯონ გრიგოლ ბაკურაძე და არც კითხულობენ მეორე მხარის ამბავს, უბრალოდ არც აინტერესებთ..

რას აპირებთ, თუ გრიგოლ ბაკურაძის მიმართ არ დადგა გამამართლებელი განაჩენი?

– მე საზოგადოებაში გასვლა რო მომიწიოს და თითოეულ მოსახლესთან იმის მტკიცება, რომ ბაკურაძე გოშხეთელიანთან დამნაშავე არ არის, ამას გავაკეთებ და ბოლომდე ვიბრძოლებ ამ ბიჭის გადასარჩენად, რომელიც გოშხეთელიანმა ფაქტიურად სიკვდილისთვის გაიმეტა.

დრონი.გე