სტეფანე: “ბახალას დაჭერის გამო ცუდ ხასიათზე ვარ, ლაპარაკი მიჭირს…”

სტეფანე: "ბახალას დაჭერის გამო ცუდ ხასიათზე ვარ, ლაპარაკი მიჭირს..."მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი მსახიობ გიორგი გიორგანაშვილთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება. როგორც ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” საუბრისას სტეფანემ აღნიშნა, მისთვის გაუგებარია, რატომ მიესაჯა “ბახალას” 8 წლით პატიმრობა.
– მე მგონი, ყველა გონიერი ადამიანი შეთანხმებულია იმაზე, რომ ამის გამო ადამიანებს ციხე არ უნდა ეხებოდეთ. მე ვიცნობ “ბახალას”, საზოგადოებისთვის არასაშიში პიროვნებაა და გაუგებარია, რა საჭიროა, რომ ის იყოს ციხეში. გაოგნებული ვარ, ამის გამო ცუდ ხასიათზე ვარ… – ამბობს მომღერალი.
მისი თქმით, ასეთ შემთხვევებში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების აზრს და რაც უფრო მეტი ადამიანი “ამოიღებს ხმას და მით უფრო ადვილი იქნება წარმატების მიღწევა”. სტეფანემ გადაცემაში საუბრისას “ბახალასთან” ბოლო შეხვედრასაც გაიხსენა.
– მე შევხვდი ბახალას და აბსულუტურად სხვა ენერგეტიკა დამხვდა. ზოგადად, მთელი ცხოვრებაა ყველა ვიცნობთ მას და ძალიან პოზიტიურ შთაბეჭდილებას ტოვებდა. რამდენიმე ხნის წინ კაფეში შევხვდით ერთმანეთს, დიდი ხანი არ მყავდა ნანახი, ციხის შემდეგ… ჩვეულებრივ თემებზე ვსაუბრობდით და ის რადიკალურად შეცვლილია. რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით, რომ ციხეს რადიკალური ცვლილებები მოსდევს. მან რაღაც მომენტში ძალიან სერიოზულად მოიხადა თავისი სასჯელი… არ ვიცი, მართლა სიტყვები არ მყოფნის და მიჭირს ამაზე ლაპარაკი, – აღნიშნა სტეფანემ.

ამბები.გე