საბერძნეთში 5,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში, მაკედონიის საზღვართან ახლოს 5,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ აშშ-ის გეოლოგიური სამსახური (USGS) იუწყება.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ როდოპოლისიდა 12 კილომეტრში, 6 კილომეტრის სიღრმეში იყო. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

იმედინიუსი