ორშაბათიდან ცუკერბერგი ფეისბუქს ცვლის – მომხმარებელი თავად განსაზღვრავს, რომელი წყაროა უფრო სანდო

ორშაბათიდან ცუკერბერგი ფეისბუქს ცვლის - მომხმარებელი თავად განსაზღვრავს, რომელი წყაროა უფრო სანდოყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელში განთავსებული ინფორმაციების წყაროების სანდოობის საკითხს Facebook-ის მომხმარებლები თავად გადაწყვეტენ. ასეთი ინიციატივით სოცქსელის დამფუძნებელი მარგ ცუკერბერგი გამოვიდა.

ცუკერბერგმა სოციალური ქსელის ცვლილებასთან დაკავშირებით მის მიერ ბოლოს გაკეთებული განცხადების შემდეგ, ახალი განმარტება გაავრცელა.

მისი თქმით, Facebook-ის მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა, ინფორმაციის ხარისხზე თავად იქონიონ გავლენა. ამისათვის მომხმარებელმა ინფორმაციის სანდო წყაროები უნდა „დაალაიქონ“.

„ყველაზე ობიექტური იქნება, მომხმარებლებს მივანდოთ იმის განსაზღვრა, თუ რომელი წყაროა ყველაზე სანდო“.

Facebook ამა თუ იმ წყაროს სანდოობას მომხმარებლების მხრიდან მიცემული ხმების მიხედვით შეაფასებს. ამ რეიტინგის ლიდერი მედიასაშუალებები სიახლეების ველში მოხვდებიან.

ცუკერბერგის ინფორმაციით, სიახლე მომავალი კვირიდან ამოქმედდება.

ცუკერბერგი აღნიშნავს, რომ თანამედროვე მსოფლიოში სენსაციებისადმი სწრაფვა დეზინფორმაციის დიდ ნაკადებს ქმნის.

„სოციალური მედია საშუალებას აძლევს ხალხს, უფრო სწრაფად გაავრცელონ ინფორმაცია, ვიდრე ოდესმე. ამიტომაც, თუ უგულვებელვყოფთ პრობლემებს ახლა, ჩვენ ამ პრობლემებს გავაძლიერებთ“.

სიახლეების რაოდენობას რაც შეეხება, ცუკერბერგის თქმით, ის 5%-დან 4%-მდე შემცირდება.

მარკ ცუკერბერგმა რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელის სიახლეების ველის ალგორითმში ცვლილებები დააანონსა. ამ ინფორმაციის თანახმად, Facebook-ზე მნიშვნელოვნად უნდა შემცირებულიყო სარეკლამო პუბლიკაციების რაოდენობა – მომხმარებელს ახალი ამბების ველში უფრო ხშირად შეხვდებოდა ოჯახის წევრებისა და ახლობელი ადამიანების პოსტები, ვიდრე რეკლამები, სხვადასხვა ორგანიზაციის პოსტები და სტატიები.

პირველი