ლუბა ელიაშვილი “იბერიაში” ბრუნდება

ლუბა ელიაშვილი "იბერიაში" ბრუნდებატელეკომპანია “იბერიაში” დიდი ცვლილებებია. ახლდება სატელევიზიო ბადე და ახალი გადაცემები ანონსდება.

“პრაიმტაიმის” ინფორმაციით, თითქმის 14 წლიანი პაუზის შემდეგ ჟურნალისტი ლუბა ელიაშვილი ეთერს “იბერიაზე” დაუბრუნდება და კვირაში ერთხელ წაიყვანს გადაცემას “დიალოგი”. ამის შესახებ ინფორმაცია “პრაიმტაიმს” იბერიაში დაუდასტურეს.

“იბერიას” საინფორმაციო სამსახურის უფროსის ვახო ხუზმიაშვილის თქმით, ლუბა ელიაშვილი სწორედ იმ გადაცემას აღადგენს, რომელიც ტელეკომპანია “იბერიას” დარბევამდე მიჰყავდა.

პრაიმ თაიმი