თამრიკო ჭოხონელიძე გიორგი მახარაძეს მხარში უდგას: ”ახლაც ძალიან მიყვარს, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი ელენეს მამაა”

თამრიკო ჭოხონელიძე გიორგი მახარაძეს მხარში უდგას: ”ახლაც ძალიან მიყვარს, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი ელენეს მამაა”გუშინ ცნობილი გახდა, რომ ცნობილ მსახიობს გიორგი მახარაძეს ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა, რამაც საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია…

გიორგი მახარაძე მარიამ როინიშვილის ყოფილი მეუღლეა და თამრიკო ჭოხონელიძე საზოგადოებას მოუწოდებს, გიორგის ყველა გვერდით დაუდგეს ამ მძიმე განსაცდელის დროს:
– ჩვენთვის შოკისმომგვრელი იყო, ეს ამბავი რომ შევიტყვეთ… მე მჯერა, რომ ყველაფერი ძალიან მალე კარგად იქნება. თურქეთში წაყვანას აპირებენ და გვაიმედებენ, რომ ამ ეტაზე როგორც არის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ეს ფაქტობრივად მოსარევი პროცესია…
– საზოგადოებამ სოციალური ქსელის მეშვეობით გუშინ შეიტყო გიორგის ჯანმრთელობის პრობლემებზე… თქვენ უფრო ადრე იცოდით ამის შესახებ?

– ჩვენც სოციალური ქსელის მეშვეობით გავიგეთ და გავოგნდით… მე გიორგი შვილივით მყავდა წელიწად-ნახევარი, როდესაც ერთად ვცხოვრობდით. ახლაც ძალიან მიყვარს, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი ელენეს მამაა… ამიტომ არც კი მინდა ფიქრი, რომ შეიძლება ცუდი გაგრძელება ჰქონდეს ამ ყველაფერს. დარწმუნებული ვარ, გიორგი კარგად იქნება.
– მიუხედავად იმისა, რომ მარიამი პატარა ასაკში დაშორდა მეუღლეს, მისგან აგრესიული გამონათქვამი არ გვახსოვს გიორგის მიმართ…
– დიახ, ასეა და ძალიან მსიამოვნებს თქვენგან ამ სიტყვების მოსმენა… მარიამი ახლაც გიორგის ყველანაირად გვერდით უდგას.

მშობლები.გე