მერაბ სეფაშვილის დიაგნოზი ცნობილი  გახდა – მომღერალს სეზონური ვირუსი აქვს

მერაბ სეფაშვილის დიაგნოზი ცნობილი  გახდა - მომღერალს სეზონური ვირუსი აქვსსოციალურ სივრცეში მერაბ სეფაშვილის ავადმყოფობამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ რადიო „დარდიმანდში“ გადაცემა „შესანიშნავ შვიდეულში“ მომღერალი მთავარი სტუმარი უნდა ყოფილიყო, თუმცა ავადმყოფობის გამო რადიოში ვერ მივიდა და გადაცემა არ გავიდა ეთერში.  რადიომ სოციალურ ქსელში განმარტა, რომ მომღერალი ავად იყო და გამოჯანმრთელება უსურვა.

ამ ინფორმაციას სხვადასხვა ინტერპრეტაციები მოჰყვა, რეალურად კი აღმოჩნდა, რომ მომღერალს თბილისში მოსიარულე სეზონური ვირუსი აქვს და არაფერი სერიოზული.

19 დეკემბერს, ნიკოლოზობას, მომღერლის კონცერტი არის დაგეგმილი ერთ-ერთ კლუბში, სადაც მერაბი უკვე გამოჯანმრთელებული გამოვა სცენაზე.