მერაბ სეფაშვილი გამოჩნდა – ”სიცხე მქონდა და ამიტომ ვერ მივედი ეთერში, დღეს არაჩვეულებრივად ვგრძნობ თავს”

მერაბ სეფაშვილი გამოჩნდა - ”სიცხე მქონდა და ამიტომ ვერ მივედი ეთერში, დღეს არაჩვეულებრივად ვგრძნობ თავს”სარკენიუსი უკვე წერდა იმის შესახებ,  რომ მომღერალი მერაბ სეფაშვილი თავს ცუდად გრძნობს.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ რადიო „დარდიმანდში“ გადაცემა „შესანიშნავ შვიდეულში“ მომღერალი მთავარი სტუმარი უნდა ყოფილიყო, თუმცა ავადმყოფობის გამო რადიოში ვერ მივიდა და გადაცემა არ გავიდა ეთერში.  რადიომ სოციალურ ქსელში განმარტა, რომ მომღერალი ავად იყო და გამოჯანმრთელება უსურვა.

ამ ინფორმაციას სხვადასხვა ინტერპრეტაციები მოჰყვა, რეალურად კი აღმოჩნდა, რომ მომღერალს თბილისში მოსიარულე სეზონური ვირუსი აქვს და არაფერი სერიოზული.

19 დეკემბერს, ნიკოლოზობას, მომღერლის კონცერტი არის დაგეგმილი ერთ-ერთ კლუბში, სადაც მერაბი უკვე გამოჯანმრთელებული გამოვა სცენაზე.

თავად მომღერალმა დღეს „რეიტინგთან“ საუბრისას ასეთი კომენტარი გააკეთა:

– გავცივდი და ამიტომ ვერ მოვახერხე რადიოში სტუმრად მისვლა. მეც ხომ ადამიანი ვარ. დღეს არაჩვეულებრივად ვგრძნობ თავს. არ მიყვარს, როცა ადამიანს ინტერვიუზე შევუთანხმდები და მერე ვერ ვახერხებ მისვლას, მაგრამ მართლა ძალიან გაციებული ვიყავი, სიცხე მქონდა და ამიტომ ვერ მივედი ეთერში.