გიორგი მახარაძეს ქართველმა ემიგრანტებმა აშშ-ში უკვე 4.900 დოლარზე მეტი შეუგროვეს

სარკენიუსი უკვე წერდა, რომ  ქართველმა ემიგრანტებმა აშშ-ში დაიწყეს გიორგი მახარაძის დასახმარებლად ფულის შეგროვება.

ამ დროისთვის შემოწირულობა 185-მა ადამიანმა გააკეთა. საერთო თანხამ კი 4.900 დოლარს გადააჭარბა.

“ვეხმარებით გიორგი მახარაძეს. ერთობლივი ძალებით ჩვენ ეს აუცილებლად გამოგვივა მეგობრებო! გახსენით ლინკი და აბა შევუდგეთ ერთი კარგი ადამიანის გადარჩენას. დიდი მადლობა ყველას! ❤️❤️❤️”, – წერია აშშ-ში ქართველი ემიგრანტების ფეისბუქ გვერდზე.

თანხის შეგროვება ემიგრანტ გიორგი ნიკოლაიშვილის ინიციატივით დაიწყო.