გია როინიშვილი გიორგი მახარაძის დიაგნოზზე: “დღეს შემომეხმიანა ავსტრიიდან უმაგრესი ქართველი ონკოლოგი ზაზა უჯმაჯურიძე… სიტუაცია ძალიან დამაიმედებელია”

გია როინიშვილი გიორგი მახარაძის დიაგნოზზე: "დღეს შემომეხმიანა ავსტრიიდან უმაგრესი ქართველი ონკოლოგი ზაზა უჯმაჯურიძე... სიტუაცია ძალიან დამაიმედებელია”გია როინიშვილი მისი ყოფილი სიძის, მსახიობ გიორგი მახარაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფეისბუკზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს.”
“დღეს საკუთარი ინიციატივით შემომეხმიანა ავსტრიიდან უმაგრესი ქართველი ონკოლოგი ზაზა უჯმაჯურიძე და პირველი კონსულტაციები გავიარეთ გიორგისთან დაკავშირებით. სიტუაცია ძალიან დამაიმედებელია… ხვალ კონსულტაციები გაგრძელდება… დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად იქნება! დიდი მადლობა ბატონ ზაზას ასეთი გულისხმიერებისთვის!” – წერს როინიშვილი.

გიორგი მახარაძეს ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ის 3 იანვარს თურქეთში უნდა ჩავიდეს, თუმცა ოჯახს მკურნალობისთვის საჭირო თანხები არ გააჩნია.

დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა გადარიცხონ ,,თიბისი” ბანკის ანგარიშზე:

GE16TB7747845061100065
მიმღები: თეონა ჩივაძე(გიორგის დედა)

ნიუპოსტი