დაღუპული სპეცრაზმელის, ივანე გოლაშვილის, ოჯახს ფონდმა ”ქართუმ” ბინა აჩუქა – ოჯახს სახელმწიფო ერთჯერადად 100.000 ლარით დაეხმარა

დაღუპული სპეცრაზმელის, ივანე გოლაშვილის, ოჯახს ფონდმა ”ქართუმ” ბინა აჩუქა – ოჯახს სახელმწიფო ერთჯერადად 100.000 ლარით დაეხმარაბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლის ივანე გოლაშვილის ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადაეცა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში მდებარე კეთილმოწყობილი, საჭირო ავეჯითა და ტექნიკით აღჭურვილი ბინა ივანე გოლაშვილის ოჯახს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა პირადად გადასცა და ბარბარობის დღესასწაული მიულოცა.
უწყების ცნობით, საცხოვრებელი ბინა ფონდმა ”ქართუმ” შეიძინა.
გარდაცვლილი სპეცრაზმელის ოჯახს სახელმწიფო ერთჯერადად 100.000 ლარით დაეხმარა, ხოლო ყოველთვიურად 1.000 ლარი გადაეცემა.

ინტერპრესნიუსი