კატეგორია: ჟურნალი ”სარკე”

ზურაბ რთველიაშვილმა ცოლს პირობა ვერ შეუსრულა – ,,წინათგრძნობა იყო ალბათ, იმეორებდა, ადამიანები დაამარცხებენ სიკვდილსო”

ზურა რთველიაშვილის მეუღლე: ,,ბოლო დროს სულ ერთსა და იმავე ფრაზას ამბობდა _ ადამიანები დაამარცხებენ სიკვდილსო''

,,სარკე”, რუსუდან ადვაძე იყო იმედი, რომ პოეტი ზურაბ რთველიაშვილი მძიმე სენთან ბრძოლაში გაიმარჯვებდა, ამ ომს მოიგებდა, მაგრამ… სამწუხაროდ, ის 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს საქართველო დატოვა და შვედეთში გაიქცა, სადაც პოლიტიკური თავშესაფარიც მიიღო და იქაური მოქალაქეობაც. ცოტა ხანში ცოლ-შვილიც წაიყვანა. მაშინ პირველ ქორწინებაში იმყოფებოდა. 10 წლის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და მეორედ […]

დარეჯან ხარშილაძე: ,,სულ უფრო მძიმდება ჩვენი ცხოვრება”

დარეჯან ხარშილაძე: ,,სულ უფრო მძიმდება ჩვენი ცხოვრება''

,,სარკე”, ია ქუთათელაძე ქართული თეატრისა და კინოს მსახიობმა, დარეჯან ხარშილაძემ, მრავალფეროვანი და საინტერესო სახეები შექმნა როგორც თეატრში, ასევე მხატვრულ კინოში. იყო მოზარდ მაყურებელთა თეატრში, მარჯანიშვილის თეატრში. ალბათ ბოლომდე იქ დარჩებოდა, რომ არა რობერტ სტურუას სპექტაკლი ,,კავკასიური ცარცის წრე”, რომლის სანახავად გადაჭედილ დარბაზში შესვლა ძლივს მოახერხა. დიდხანს ვერ გამოვიდა შთაბეჭდილებებიდან. მონუსხული იყო გენიალური რეჟისორის მართლაც დიდებული […]

,,მეგობრები ტირილით ვიხრჩობოდით, მისი ცხედარი 4 დღის შემდეგ იპოვეს” – გურამ რჩეულიშვილის ცხოვრება და საბედისწერო აგვისტო

,,მეგობრები ტირილით ვიხრჩობოდით, მისი ცხედარი 4 დღის შემდეგ იპოვეს'' - გურამ რჩეულიშვილის ცხოვრება და საბედისწერო აგვისტო

,,მე არასდროს დავბერდები…” – თქვა მწერალმა გურამ რჩეულიშვილმა და ეს წინასწარმეტყველება აუხდა კიდეც. ის ლაშქრავდა მთის მწვერვალებს, ტყეებს, ზღვის ტალღებს აპობდა, სიცოცხლეშივე ქმნიდა ლეგენდებს და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდებოდა საბედისწერო დღეს, 1960 წლის 23 აგვისტოს. ამ დღეს 26 წლის მწერალი ზღვაში დაიღუპა. მწერალი ნუგზარ წერეთელი გურამ რჩეულიშვილის უახლოესი მეგობარი იყო. გურამის დედას ერთხელ მისთვის უთქვამს, შენ […]

“გრიბოედოვს რომ დასცლოდა, ქართველებს გაარუსებდა, ოღონდ ამას კულტურული სარჩული ექნებოდა”

"გრიბოედოვს  რომ დასცლოდა, ქართველებს გაარუსებდა, ოღონდ ამას კულტურული სარჩული ექნებოდა"

,,სარკე”, ირინე მჭედლიძე საქართველოში როგორც კი პოლიტიკური პროცესების დუღილი მაღალ ტემპერატურას აღწევს, რუსული პროპაგანდა მაშინვე აქტიურდება და სოციალური ქსელები პრორუსული პოსტებით ჭრელდება, რომ ჩრდილოელი მეზობელი ჩვენი ისტორიული მეგობარია, სხვა გამოსავალი არ არის, უნდა დაუყვავო, მოეფერო, არსებობს ორი რუსეთი, ერთი – პუტინის, მეორე – დიდი რუსი ხალხის და ა.შ. ერთ-ერთი ასეთი მითი მე-19 საუკუნის რუს მოღვაწეს, […]

,,არ მესროლოთ, ჟურნალისტი ვარ” – უიარაღო ჯარისკაცები, რომლებიც სიცოცხლეს რისკავენ

,,არ მესროლოთ, ჟურნალისტი ვარ" - უიარაღო ჯარისკაცები, რომლებიც სიცოცხლეს რისკავენ

,,სარკე”, ირინე მჭედლიძე „არ მესროლოთ, ჟურნალისტი ვარ“  _ უთქვამს სიკვდილს წინ ჟურნალისტ დათო ბოლქვაძეს, რომელიც 1993 წლის 28 ოქტომბერს სამეგრელოში სამხედრო ტყვეებთან ერთად დახვრიტეს. ახალგაზრდების დახვრეტა საჯაროდ, ბევრი ადამიანის თვალწინ მოხდა. მოგვიანებით თვითმხილველებმა სასამართლოს დაუდასტურეს, რომ 28 ოქტომბრის ტრაგედია ლოთი ქობალიას ხელით და მისი ორგანიზებით დატრიალდა. დღეს რომ აფხაზეთის ომის კადრები გვაქვს, ამაში დიდი წვლილი […]

თამაზ თამაზაშვილი: ,,ჩემი სიძე ვაჟკაცურია, პიანინოზეც უკრავს, გიტარაზეც და კარგადაც მღერის”

თამაზ თამაზაშვილი: ,,ჩემი სიძე ვაჟკაცურია, პიანინოზეც უკრავს, გიტარაზეც და კარგადაც მღერის''

თამაზ თამაზაშვილი, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი ,,სარკესთან” ოჯახურ ურთიერთობებზე საუბრობს: – ირაკლის ვიცნობდი, ვიცოდი, რომ ნორმალური ბიჭი იყო. მოვიდა, გოგოს ხელი მთხოვა და გავატანე. ცოტა მოულოდნელი კი იყო მისგან ჩემი ქალიშვილის ხელის თხოვნა, მაგრამ მომეწონა და გავატანე. ვაჟკაცური, ინტელექტუალური, მაგარი ბიჭი იყო. ჩემი სიძე პიანინოზეც უკრავს, გიტარაზეც და კარგადაც მღერის. წარმატებული კიკბოქსინგელი იყო. ერთი პერიოდი საფრანგეთის […]

,,ჟურნალისტური” ტანდემი” – ნოველა

,,ჟურნალისტური" ტანდემი'' - ნოველა

,,სარკე”, ხათუნა მაღრაძე -დღეს ჟურნალისტები უნდა მოვიდნენ და სახლი საგანგებოდ მოაწესრიგე, – პარლამენტარ დემნა გირგვლიანის მეუღლე, ვიკა, სარკის წინ ტრიალებდა. სახეზე გაჩენილ ლაქებს ტონალურის სქელი კრემის ქვეშ მალავდა და ცისფერი თვალების გარშემო კონტურს იმატებდა, – ჩემს ქმართან ჯერ არაფერი თქვა, არ უყვარს, როცა ინტერვიუს ვიძლევი. ყოველთვის ასეთი იყო – უჩინარი. ჩემი ძმა რომ არ დახმარებოდა, […]

,,მე და ვახო სანაია ახალი გაშორებულები რომ ვიყავით, იყო განცდები” – მარიკა ბაკურაძე პირადზე

,,მე და ვახო სანაია ახალი გაშორებულები რომ ვიყავით, იყო განცდები" - მარიკა ბაკურაძე პირადზე

,,სარკე”, რუსუდან ადვაძე ,,იმედის დღის” წამყვან მარიკა ბაკურაძეს 20 წლიანი პროფესიული გამოცდილება აქვს. წლების განმავლობაში საერთაშორისო კინოფესტივალებს აშუქებდა და საოცარი მოგონებებიც შემორჩა მსოფლიო კინოვარსკვლავებზე. . მარიკა ბაკურაძე ორი შვილის დედაა, მისი შვილების მამა ასევე ცნობილი ტელეჟურნალისტი ვახო სანაიაა. მარიკა და ვახო წლების წინ გაშორდნენ. იყო ტკივილიც, იმედგაცრუებაც, ახლა კი ყოფილ ცოლ-ქმარს ერთმანეთთან მეგობრობა აკავშირებს და […]

ხმა – ნოველა

ხმა - ნოველა

,,სარკე”, ლელა ცუცქირიძე – გოგოებო, ისეთი ამბავი მოხდა ჩემთან, ისეთი ამბავი! – ქოთქოთებს ლიკა. ჯერ წესიერად არც მოგვიკითხავს. მოვიდა თუ არა, მაშინვე ეს ამოიქოთქოთა. კაფეს ღია სივრცეში ველოდებოდით მე და ნათია და ჩვენ თავადაც ჯერ მხოლოდ ერთმანეთის ტრადიციული, მექანიკური მოკითხვა მოვასწარით. – ვაიმეე, როგორ ხარ? – შენები როგორ არიან? ბავშვები, ქმარი, მშობლები… აი, მოვიდა ლიკა, […]

უცნობები – ნოველა

უცნობები - ნოველა

,,სარკე”, ხათუნა მაღრაძე -შენ ჩემთვის არასოდეს გითქვამს, რომ გიყვარვარ, – ქალს ქერა, ხუჭუჭი თმა ჰქონდა, მკერდზე ღრმად ჩახნილი პერანგი ეცვა და ვიწრო სხეულზე კარგად მომდგარი ჯინსები. – ასეა, – მამაკაცს ქალისთვის ხელკავი ჰქონდა გამოდებული და ცდილობდა, არ შეემჩნია, მის ნასვამ პარტნიორს წონასწორობის შენარჩუნებაში რომ ეხმარებოდა, – თუმცა ამას თავისი მიზეზი აქვს, დღეს პირველად გნახეთ. – […]