კატეგორია: ჟურნალი ”სარკე”

ანი ღლონტი: „მამას ვუთხარი, მიყვარს თორნიკე და უარს ვამბობ ამერიკაზე-მეთქი”
როგორ დააკომპლექსა ლაშა ღლონტმა ერთადერთი ქალიშვილი - „თუნდაც ძალიან კარგად შემესრულებინა სიმღერა, ქებას არ იმეტებდა"

„სარკე“, ია ქუთათელაძე მომღერალ ლაშა ღლონტის ერთადერთი ქალიშვილი, ანი ღლონტი, ბავშვობიდან მღეროდა, 9 წლის იყო, როცა მაესტრო გურამ თამაზაშვილთან, ანსამბლ “ზარებთან” ერთად მარიკა კვალიაშვილის “ალილო” შეასრულა. შემდეგ დიდი ხნით გაქრა თვალთახედვიდან, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე სატელევიზიო გადაცემას, სადაც მამასთან ერთად გამოჩნდა. მერე კი, როცა “იმედის” მუსიკალურ პროექტში “მიმღერე” ქმართან და მამასთან ერთად წარდგა მაყურებლის წინაშე, […]

მერაბ კოკოჩაშვილი: „ჩემი ფილმის პერსონაჟი თამრიკო ჩხეიძეს და მის ამბავს ჰგავს”
„ცხელი ზაფხულის სამი დღე" - ფილმი, რომლითაც ქართულ კინოში ახალი ეტაპი დაიწყო

„სარკე“, თეონა კენჭიაშვილი საბჭოთა კავშირში 80-იანი წლების დასაწყისში გამოსულმა მერაბ კოკოჩაშვილის ფილმმა “ცხელი ზაფხულის სამი დღე” იმდროინდელი მთავრობა შეაჯანჯღარა და შეაშფოთა. რეჟისორისა და სცენარისტების თამამი ქვეტექსტი აშკარა იყო – პროტესტი იმდროინდელი რეჟიმის მიმართ. ფილმი 42 წლის წინ არის გადაღებული, როცა ეროვნული მოძრაობა იატაკქვეშ იბრძოდა. “ცხელი ზაფხულის სამი დღე” ქართულ კინოში პირველი მაუწყებელი აღმოჩნდა იმისა, რომ საბჭოთა […]

„შვილი მხოლოდ საყვარელი მამაკაცისგან უნდა გააჩინო” – რა გზა გაიარა თამთა კვარაცხელიამ ტრავმებიდან წარმატებამდე
„აღმოვაჩინე, რომ ჩემს გარემოცვაში ბევრს არ უხარია ჩემი ბედნიერება"

„სარკე“, სალომე მთვრალაშვილი ტელეწამყვან თამთა კვარაცხელიას ცხოვრება ისეთი მხიარული და ბრჭყვიალა ამბებით არ არის სავსე, როგორც გარედან შეიძლება ჩანდეს. მას მტკივნეული მოგონებები აქვს წარსულიდან, მათ შორის – ბავშვობიდან. გასული საუკუნის მძიმე 90-იანები საკუთარ თავზე გამოსცადა. მერეც იყო ბევრი ტკივილი, ქმრის გარდაცვალება… მაგრამ ტრავმებთან გამკლავება ისწავლა, საკუთარ თავში საუკეთესო თვისებები გადაარჩინა და განავითარა. დღეს კი ბევრი […]

„შურისძიება“ – მოთხრობა

„სარკე“, მზია ბლუაშვილი-ლომსაძე ეზოს კარში ძონძებადქცეულმა მათხოვარმა შემოყო თავი და ხმამაღლა დაიძახა: – ხაზეიკა, ხაზეიკა! ნანამ ფანჯრიდან გაიხედა. – ახლავე! ვინ ხართ? ამ დროს პატარებმა წამოიტირეს. – დაწყნარდით, ჩემო პატარებო, მე ჩქარა დავბრუნდები, – მიეფერა ტყუპებს და ეზოში ჩავიდა. – იქნებ რაიმეთი დამეხმაროთ, საჭმელი, ჩასაცმელი, სულ ერთია. სახლში შვილი მიკვდება შიმშილით, – ამოიკვნესა მათხოვარმა და […]

ლევან რატიანი: „ჩემს ცოლს ასეთი ცხოვრება ძვირად უჯდება, მაგრამ ძალიან ძლიერი ქალია”
მსხვერპლი, რომელიც ექიმმა თავის პროფესიას შესწირა - „უფროსი ბიჭი ჩემზე ამბობდა, ის კაცი მოვიდაო"

„სარკე“, ავთო ჩიტიძე ქვეყნის მთავარი რეანიმატოლოგი, ლევან რატიანი, მთლიანად თავისი პრფესიით არის მოცული. ექიმობამ მის ცხოვრებაში დიდი მსხვერპლის გაღება მოითხოვა. კოვიდპანდემიის დროს მთელმა საზოგადოებამ გაიცნო. ყოველთვე მისგან ველოდით საიმედო ან არასაიმედო ინფორმაციას. ექიმი პანდემიის წლებს ემოციის გარეშე ვერ იხსენებს. მას 8 თვის განმავლობაში ოჯახის წევრები ფიზიკურად საერთოდ არ უნახავს. პანდემია დასრულდა, მაგრამ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის […]

თეონა თავართქილაძე: „რეზიკოს დამსახურება უფროა, რომ ბედნიერად ვცხოვრობთ“

სარკე, ირმა ჭკუასელი დიზაინერმა თეონა თავართქილაძემ წლებთან ერთად ბევრი რამ გადააფასა – რაზეც წლების წინ ნერვიულობდა, ახლა ფიქრობს, რომ ის ამად არ ღირდა. ერთადერთი, რასაც ცვლილებები არ შეეხო, მისი ოჯახური ღირებულებებია, ქმართან, შვილებთან ურთიერთობაა. – თქვენ და რეზი არველაძეს მრავალწლიანი მყარი ოჯახი გაქვთ. რა არის თქვენი ოჯახური ბედნიერების საიდუმლო? – ურთიერთგაგება და სიყვარული. რეზიკოს დამსახურება […]

დალი ჩიტალაძე: ,,დის გარდაცვალების შემდეგ სიბერის აღარ მეშინია”

„სარკე“, ავთო ჩიტიძე დალი ჩიტალაძემ თბილისში მოდის ექსპერტის სახელი დაიმკვიდრა და შეძლებული ქალების გარდერობის განახლებაზეც ზრუნავს. იმ ქალებს კი, ვისაც ფინანსური საშუალება არ აქვთ, თავისი ბლოგით “შოპინგ ვიზ დალი” (შოპინგი დალისთან ერთად) აძლევს პრაქტიკულ რჩევებს, მაგალითად, როგორ იყვნენ მოდურები მეორადებში შეძენილი სამოსით. დალი ჩიტალაძე 61 წლისაა. არც ასაკი აშინებს და არც “სარისკო” ფერები. ის მუდამ […]

„ახალი სახლი“ – როგორ სახლში ცხოვრობს შორენა ბეგაშვილი (ფოტოები)

მსახიობი შორენა ბეგაშვილი თავის გამომწერებს ფოტოებსა და ვიდეოებს უზიარებს, თუმცა ყოველთვის უპასუხოდ ტოვებს კითხვებს. დიდი ხანია, ახალ შეყვარებულთან ერთად გადაღებულ ფოტოებს დებს, მაგრამ მის სახეს არასოდეს აჩენს. ამჯერად აუზიანი სახლის ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა: „ახალი სახლი“.

„უხდება ნებისმიერ ხორცეულს, პასტას, შემწვარ ფრთებს აკვდება“ – ტკბილ-ცხარე სოუსის რეცეპტი

ტკბილ-ცხარე სოუსი კულინარ ელგა ტაბატაძისგან. „მოვამზადე უგემრიელესი ტკბილ-ცხარე სოუსი. უხდება ნებისმიერ ხორცეულს, პასტას, შემწვარი წიწილას ფრთებს აკვდება. დამიჯერეთ სასწაულია.  საჭიროა: 1 კგ თესლგამოცლილი წითელი, მწარე წიწაკა გატარებული 300 გრ მთლიანი წითელი, მწარე წიწაკა (თესლიანი), გატარებული. 700 გრ შაქარი 200 გრ ძმარი 1 ს/კ მარილი ეს ყველაფერი წამოვადუღე 15 წუთი და გავაგრილე, მეორედ წამოვადუღე 20 წუთი […]

„დედამთილმა მზითევი კატეგორიულად მომთხოვა”

„სარკე“ ქუთათურები რომ ძალიან საყვარელი, თბილი ხალხია, ამაში ყველა დამეთანხმება. ბებიაჩემი – მამის დედა, იქაურია, ამიტომ არდადეგები დამეწყებოდა თუ არა, მაშინვე მასთან გავრბოდი. ერთი სული მქონდა, ქუთაისს როდის ვნახავდი. ხშირად ვამბობდი, თბილისზე მეტად მიყვარს-მეთქი. შეყვარებულიც იქ მყავდა და ამ ქალაქის სიყვარულს ეს უფრო მიმძაფრებდა. ერთი სიტყვით, ჩემი საუკეთესო მოგონებები საქართველოს მეორე დედაქალაქს და ქუთათურებს უკავშირდება. […]