ტკბილ-ცხარე სოუსი კულინარ ელგა ტაბატაძისგან.
„მოვამზადე უგემრიელესი ტკბილ-ცხარე სოუსი. უხდება ნებისმიერ ხორცეულს, პასტას, შემწვარი წიწილას ფრთებს აკვდება. დამიჯერეთ სასწაულია.
საჭიროა:
1 კგ თესლგამოცლილი წითელი, მწარე წიწაკა გატარებული
300 გრ მთლიანი წითელი, მწარე წიწაკა (თესლიანი), გატარებული.
700 გრ შაქარი
200 გრ ძმარი
1 ს/კ მარილი
ეს ყველაფერი წამოვადუღე 15 წუთი და გავაგრილე, მეორედ წამოვადუღე 20 წუთი და გადავიტანე გასტერილებულ ქილაში“, – წერს ელგა ტაბატაძე.