„სარკე“, ირმა გოგინაძე ქალს კაბიანი ეშმაკი შეარქვეს და მისი ისტორიები უამრავ დეტექტიურ ფილმს, რომანსა თუ პიესას დაედო საფუძვლად. ვირტუოზ ქურდ ქალ სოფია ბლუვშტეინს (სონკა) კრიმინალური სამყაროს დედოფალსა და მსოფლიო კრიმინალის ვარსკვლავსაც უწოდებდნენ. ამბობენ, რომ ქურდები დღესაც დადიან მის საფლავზე, მონეტებსა და ყვავილებს მიართმევენ და სთხოვენ, მათ დიდი ფული აშოვნინოს. სოფია ბლუვშტეინი საკმაოდ მსხვილი ქურდობების ორგანიზატორი […]
კატეგორია: ჟურნალი ”სარკე”
ნინო ნეკერიშვილი: „მე ვიძინებ, ჩემი სული კი ისეირნებს მთავარ ქუჩებში”
სარკე, რუსუდან ადვაძე პოეტი და მთარგმნელი, 34 წლის ნინო ნეკერიშვილი, 2018 წლის 4 ოქტომბრის დილას საწოლში გარდაცვლილი ნახეს. ახალგაზრდა, ნიჭიერი ქალის გარდაცვალებამ ყველა, ვინც მას იცნობდა, შოკში ჩააგდო. ნინო ნეკერიშვილს საზოგადოება ნინა სტარკ-ნეკერის სახელით იცნობდა. მისი ცნობილი თარგმანებია: ჯონ ბოინის “ბიჭი ზოლიან პიჟამაში”, კასანდრა კლერის “მექანიკური პრინცესა”, “ზეციური ცეცხლის ქალაქი”… ნინო ნეკერიშვილის ლექსები შესულია რამდენიმე […]
ნათელა მაჭავარიანი: ,,დუდუს მკვლელობის წინა დღეს მთელი სხეულით ვცახცახებდი, ცუდად გავხდი”
,,სარკე” ,,საოცარი ინტუიცია მაქვს, მთელი სხეული მიკრთის ხოლმე. მაგალითად, დუდუზე წინა დღეს მთელი სხეულით ვცახცახებდი, ცუდად გავხდი. ვიფიქრე, ალბათ გრიპი მეწყება-მეთქი. მეორე დღეს, მოხდა თუ არა ეს ამბავი, სხეული დამიწყნარდა. ასეთი რამ გეგაზე არ დამმართნია, არაფერმა მიბიძგა იმისკენ, რომ შეიძლებოდა რამე ცუდი მომხდარიყო. არც ისეთი დამსიზმრებია რამე, ამ ამბავს რომ დავუკავშირო”, – ყვება დახვრეტილი მსახიობის, […]
„ჩვენი ცოლქმრობა იმით არის საინტერესო, რომ ძალიან განსხვავებულები ვართ“ – რა ასწავლეს ერთმანეთს ანი მაღლაკელიძემ და დავით მესხიშვილმა
„ვცდილობთ, ჩვენი პრობლემები ოჯახიდან არ გავიტანოთ და არც მშობლებს დავანახოთ“
„სარკე“, ავთო ჩიტიძე მხატვარ ანი მაღლაკელიძისა და მისი მეუღლის, ცნობილი ექსპერტის, ასოციაცია „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების“ ხელმძღვანელის, დავით მესხიშვილის, ოჯახური ცხოვრება უკვე 14 წელს ითვლის. წყვილი ხასიათებით ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულია და სწორედ ამ განსხვავებულობას მიიჩნევენ თავიანთ ოჯახურ ცხოვრებაში ყველაზე საინტერესოდ. დავითი მხატვარ მეუღლეს ყველანაირ გარემოს უქმნის იმისათვის, რომ შემოქმედებითად განვითარდეს. მომავალში თვითონაც აპირებს, ფუნჯს ხელი […]
ზურაბ ანჯაფარიძე ამქვეყნიდან სიმღერით წავიდა – „მაშინ ქმარი მყავდა, ოჯახი, მაგრამ ღმერთმა ჩემი და ზურას ერთად ყოფნა ინება“
„სარკე“, თეონა კენჭიაშვილი სამშობიარო ტკივილებმა 5 დღეს გასტანა. 12 აპრილს, გამთენიისას, ბიჭი დაიბადა – ზურაბ ანჯაფარიძე, ოპერის მომავალი ვარსკვლავი. მაშინაც ისე, როგორც წლეულს, აღდგომის წინა, ვნების კვირეული იყო. შემდეგ დედა იხსენებდა, დაბადებისას თითქოს მღეროდა, ისე მოევლინა ქვეყანასო. ზუსტად 68 წლის შემდეგ, საკუთარ დაბადების დღეზე – 12 აპრილს, გამთენიისას, ვნების კვირეულში, უკანასკნელად იმღერა და წუთისოფელი დატოვა. […]
„დედამთილმა ჩემი და ჩემი ქმრის საწოლები ცალ-ცალკე დადგა!“
,,სარკე” ჩემი ცხოვრება ძალიან დამძიმდა. მაზლს ვალები დაედო, სახლი გაყიდა და პატარა ბინა გირაოთი აიღო. დედამთილი, რომელიც მანამდე მასთან ცხოვრობდა, ჩვენთან გადმობარგდა. ჩვენგან შორს რომ იყო, არ მაწუხებდა, მაგრამ მასთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრება საშინელება აღმოჩნდა. კოშმარი იმ წუთიდანვე დაიწყო, რა წუთშიც თავისი ბარგი-ბარხანა ჩვენს სახლში შემოიტანა და დააწყო. ჩემი სახლის დიასახლისი მაშინვე ის გახდა. […]
,,პაიჭაძემ პასი მომცა და იმას ჯაიანს როგორ მივცემო” – ლეგენდარული ფილმის ამბები
,,სარკე” რეჟისორმა ნანა მჭედლიძემ კინოკომედია ,,პირველ მერცხალში” ნამდვილი ვარსკვლავები შეკრიბა. ფილმში გენიალურ მსახიობებთან ერთად ლეგენდარული ქართველ ფეხბურთელი, ბორის პაიჭაძეზეც მონაწილეობს. – სცენარის ავტორი ლევან ჭელიძე დარწმუნებული იყო, რომ ფილმს კარგად გავაკეთებდი, რადგან ფეხბურთი ძალიან მიყვარდა. ამაში ეჭვი არც რეჟისორ რეზო ჩხეიძეს ეპარებოდა, სხვები კი, როცა ქუჩაში მხვდებოდნენ, სიცილით მეუბნებოდნენ, რა იყო, ნანა, კაცი არ მოინახა, […]
ირმა რევიშვილი: „როცა ჩაქაფულს და ჩანახს ვაკეთებ, ჩემთვის სამყაროც ამ ორი კერძის ირგვლივ ტრიალებს“
ქუთაისელმა ემიგრანტმა იტალიაში ღომი და ღომთან ერთად საჭმელი კერძები აღმოაჩინა
„სარკე“, ირინე მჭედლიძე ქუთაისელ ახალგაზრდა ქალს, ირმა რევიშვილს, კულინარიაზე თუ დაუსვამთ კითხვას, ერთბაშად ძალიან დიდ ინფორმაციას მოგაწვდით. ეს სფერო მისთვის უზომოდ საინტერესოა. კულინარია მისთვის ცხოვრების საქმეც არის _ სხვადასხვა დროს საქართველოში, უკრაინასა და რუსეთში, კერძოდ მოსკოვში, შეფმზარეულადაც მუშაობდა. 2016 წელს კი ემიგრაციის გზას დაადგა და ახლა ჩრდილოეთ იტალიაში იმყოფება. საყვარელ საქმეს არც აქ მოწყდა, ფეისბუქჯგუფებში […]
ღომის მისტიკა სამეგრელოში – კერძი, რომლის წარწყმედა არაფრით შეიძლებოდა!
„სარკე“, თათია ბოჭორიძე საქართველოში ალბათ ძნელად მოიძებნება ისეთი ადამიანი, ვისაც ერთხელ მაინც არ გაესინჯოს ღომი, რომელიც სამეგრელოს გასტრონომიული კულტურის საკულტო კერძად ითვლება. მეგრელისთვის ღომი ძირითადი საჭმელია. ის თითქმის რიტუალის ნაწილად განიხილება. ძველ სამეგრელოში მისი მომზადების ეტაპები საინტერესო და მრავალფეროვანი იყო. ახალმა ეპოქამ, რასაკვირველია, ბევრი რამ შეცვალა, მაგრამ მეგრელისთვის ღომი პრივილეგირებულად დარჩა და წარმოუდგენელია მეგრული სადილი, […]
,,მარიამი გარდაცვალების წინ მირზას სახელს ახსენებდა” – მირზა გელოვანის ფსევდონიმის ნამდვილი ისტორია ცოტამ თუ იცის
,,სარკე”, ნანა კობახიძე ივრისპირელი მზეჭაბუკის, მირზა გელოვანის, ლამაზი სიცოცხლე 27 წლის ასაკში დასრულდა. მეორე მსოფლიო ომმა შეიწირა სიცოცხლესა და თავად სიყვარულზე უსაზღვროდ შეყვარებული პოეტი. ის ბელორუსიაში მდინარე დასავლეთ დვინის გადალახვისას მოკლეს. მას შემდეგ მრავალი ადამიანის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების, უსაყვარლეს პოეტად, სიმამაცისა და შეუპოვრობის სიმბოლოდ იქცა. წელს, 2 მარტს, პოეტის დაბადებიდან 105 წელი შესრულდა. ციცო გაბიდაური ,,სარკეს” უამბობს: […]










