ხათუნა მაღრაძე, სარკე “ევროპა ბათუმმა შეცვალა” – ეს სლოგანი დიზაინერმა მაია მიქაშავიძემ თავის ახალ მუზას, ზღვისპირა ქალაქს მიუძღვნა. ქალის აქსესუარების ოსტატი, რომლის ნამუშევრები, საქართველოს გარდა, რუსეთსა და ევროპის არაერთ ქვეყანაში იყიდება, მუდმივად ძიების პროცესშია. ბევრს შრომობს, დამღლელი სამუშაოს შემდეგ კი შედეგით ტკბება, ამაყობს, რომ ისეთ სამკაულებს ქმნის, რომლებიც სიცოცხლეს აგრძელებენ, არ კვდებიან. როგორ შეცვალა მაია […]
კატეგორია: ჟურნალი ”სარკე”
ქრისტინე იმედაძე: “ჩემს პირად ცხოვრებაზე ბევრი ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა”
ავთო ჩიტიძე, სარკე მომღერალმა ქრისტინე იმედაძემ ახალ სატელევიზიო სეზონზე არჩევანი კვლავ “რუსთავი-2”-ზე გააკეთა და სხვა შეთავაზებებზე უარი თქვა. უფრო მეტიც, აქამდე თუ კვირაში ერთხელ ჩნდებოდა გადაცემა “სხვა შუადღეში”, ახლა საქმიანობის არეალი გააფართოვა, ბევრი რუბრიკა დაამატა და, რაც მთავარია, მეგა შოუ “დიდი სცენის” ერთ-ერთი წამყვანიც გახდა. ეს სრულიად ახალი გამოწვევაა მომღერლისა და ტელეწამყვანისთვის. – ქრისტინე, ახალ […]
საბა კემულარია სტუდენტ ცოლს, კესო გაფრინდაშვილს, ბავშვის მოვლაში ეხმარება
ლელა დევდარიანი, სარკე მომღერალი საბა კემულარია და მისი ცოლი, კესო გაფრინდაშვილი, 2019 წლის 3 ოქტომბერს პირველი შვილის, ნიკოლოზის, მშობლები გახდნენ. ახალგაზრდა მომღერლისთვის ახლა მხოლოდ მისი პატარა ოჯახი და სიმღერა არსებობს, სხვა ვეღარაფრისთვის იცლის. ნიკოლოზის დედიკო სტუდენტია, ამიტომ, როცა ის უნივერსიტეტშია, მასთან მამიკო, საბა რჩება და ბავშვის დამოუკიდებლად მოვლას მშვენივრად ახერხებს, ამით დიდ სიამოვნებასაც იღებს. – […]
ნიკა გვარამიას საოცარი სიყვარულის ამბავი – “უმძიმეს თვეებში ჩემი მთავარი ფსიქოთერაპევტი ედგარი იყო”
რუსუდან ადვაძე, სარკე ნიკა გვარამია ბავშვობაში ძაღლის ყოლაზე ოცნებობდა, მაგრამ ოცნება მხოლოდ ორიოდე წლის წინ აისრულა, როცა შვილებმა, 12 წლის სანდრომ და 10 წლის ქექემ, სთხოვეს, მათთვის ოთხფეხა მეგობრები ეყიდა. ორივე შვილისთვის სამეფო სისხლის მქონე ძაღლები მეგობარს უცხოეთიდან ჩამოაყვანინა. მოპსი ედგარი და მალტეზი კოკო მისთვის ყველაზე ძვირფას არსებებად იქცნენ, მაგრამ კოკო მალე გამოეცალათ ხელიდან. ნიკა […]
ლიზა ყენია: “ბიჭებს ჩემთან ურთიერთობა უჭირთ, ჩემ გარშემო შექმნილ სკანდალებზე ძალიან ვხალისობ”
ავთო ჩიტიძე, სარკე ლიზა ყენია საზოგადოებამ ისე გაიცნო, როგორც ცნობილი მომღერლის, მაია ჯაბუას, ქალიშვილი. დღეს კი ცდილობს, მომღერალი დედის ჩრდილიდან მთლიანად გამოვიდეს და საზოგადოებას სხვა ამპლუაში წარუდგეს. ალბათ ამიტომაც გადაწყვიტა, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ შოუბიზნესში აბსოლუტურად განსხვავებული ჟანრით და იმიჯით დაბრუნებულიყო. 21 წლის ლიზა ყენიამ ინგლისურენოვან სიმღერაზე ენერგიული და საცეკვაო კლიპი გადაიღო. იმის დასტურად, რომ […]
ილო ბეროშვილი და ანი ბებია პირველ საერთო შვილს ელოდებიან – ,,ილომ სიყვარული მასწავლა”
პროექტ ,,მხოლოდ ქართულის” წამყვანის, შოუმენ ილო ბეროშვილისა და მსახიობ ანი ბებიას ურთიერთობაში ახლა ყველაზე ლამაზი პერიოდია. ისინი პირველ საერთო შვილს ელოდებიან. ანი ბებიამ ამის შესახებ ,,მხოლოდ ქართულში” განაცხადა პირველად.ილო ბეროშვილმა ორსულ მეუღლეს პირდაპირ ეთერში მუცელზე აკოცა და მაყურებელთან პირობა დადო, რომ ,,მხოლოდ ქართულის” ოცდამესამე სეზონზე მისი შვილი პროექტში მიიღებს მონაწილეობას. ილო ბეროშვილს ტელეწამყვან ნელი აგირბასთან […]
გიორგი ბიბილაურმა 140 კილო დაიკლო – “ქართველი გოლიათი ბავშვი, “მარშუტკებს” რომ ათრევდა, მე ვიყავი”
ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე შეიძლება ბევრმა გაიხსენოს გოლიათი ბიჭუნა, რომელიც წლების წინ სამარშრუტო მიკროავტობუსებს ხელით ათრევდა. ის ბავშვი, გიორგი ბიბილაური, ახლა 21 წლის არის და ძალიან ბევრი აქვს მოსაყოლი თავის მთავარ გამარჯვებაზე, იმაზე თუ როგორ დაიკლო 140 კილოზე მეტი. 13 წლის ასაკში გიორგი 260 კილო იყო. ჭარბი წონის გამო ბულინგის მსხვერპლი არაერთხელ გახდა, ამას ჯანმრთელობის პრობლემებიც […]
ლელა ანჯაფარიძე: “იცით, რაშია ცხოვრების ეშხი? ზუსტად ჩამოხტე იქ, სადაც გინდა” – თბილისელი ლამაზმანის ამბავი სევდიანი დასასრულით
რუსუდან ადვაძე, სარკე “ძალიან დილა მშვიდობისა” – ამ სიტყვებით ესალმებოდა ყოველდღე თბილისში სილამაზით განთქმული ქალი, ლელა ანჯაფარიძე, სოციალური ქსელის მომხმარებლებს და სხვისი და საკუთარი ცხოვრების პატარ-პატარა, გულშიჩამწვდომ ისტორიებს აქვეყნებდა. ლამაზი სიცოცხლე 2019 წლის 2 ნოემბერს, 58 წლის ასაკში შეწყდა. უამრავი ადამიანის საყვარელი ბლოგერი მთელმა “ფეისბუქმა” დაიტირა. ლელა ანჯაფარიძე ოპერის ცნობილი მომღერალის, ზურაბ ანჯაფარიძის, ძმისშვილი და […]
მამა ილია კავსაძე: “ამ სიყვარულს ვერ დავკარგავდი და ოჯახი დავანგრიე” – არქიმანდრიტის ორი ცხოვრება
რაიკომის მდივანი, შს მინისტრის მოადგილე, ცკ-ის განყოფილების გამგე, პარლამენტის წევრი, ვიცეპრემიერი, ინფრასტრუქტურის მინისტრი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მთავარი სახელმწიფო არბიტრი, გენერალი – ეს არასრული ჩამონათვალია იმ თანამდებობებისა და წოდებებისა, რომლებზეც წარსულში, საერო ცხოვრებაში მუშაობდა ალექსანდრე (სანდრო) კავსაძე, ამჟამად ბერი ილია. ის ახლა უკვე არქიმანდრიტი გახლავთ და მცხეთაში, სვეტიცხოველში, კელიაში ცხოვრობს. პროფესიით იურისტი, რომელიც მუდამ […]
სოფიო კვინიკაძე: “ვინც კორეით დაინტერესდება, ჩემსავით განწირულია” – ქუთაისელი გოგონას აზიური თავგადასავალი
რუსუდან ადვაძე, სარკე ქართველი გოგონა, სოფიო კვინიკაძე, სამხრეთ კორეაში 2 წლის წინ სასწავლებლად წავიდა. ის ბავშვობიდან ოცნებობდა ამ ქვეყანაში ცხოვრებაზე. მიზნის მისაღწევად დიდი შრომა დასჭირდა – კორეული ენა ისე ისწავლა, რომ საქართველოში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე ყველას აჯობა და ახლა კორეაში უფასოდ სწავლობს. სოფიო ქუთაისელია. ფეისბუქის გვერდზე 150.000 ქართველი გამომწერი ჰყავს, საიდანაც მათ თითქმის ყოველდღიურად უყვება […]











