კატეგორია: ჟურნალი ”სარკე”

თამუნა ამონაშვილი: ,,უძრავი ქონების გაქირავებით გადავრჩი”

,,სარკე”, ავთო ჩიტიძე მომღერალ თამუნა ამონაშვილს ,,სახლური” ცხოვრების რეჟიმზე გადასვლა არ გაუჭირდა, რადგან ყველაზე მეტად შინ ყოფნა სიამოვნებს. შემოქმედებით ცხოვრებას ჩამოშორებული მომღერალი ძირითადად კითხვით, ქსოვით და ჭრა-კერვით არის დაკავებული (ინტერვიუ ჩაწერილია მაისში). ყველაზე მეტად გაპრანჭვა და ლამაზად ჩაცმა მოენატრა. დღევანდელი ცხოვრების პირობები კი გაპრანჭვის მოტივს უკარგავს. წარმოდგენა არ აქვს, როდის დადგება კიდევ სცენაზე, მაგრამ ზუსტად […]

,,გთხოვ, წასვლის უფლება მომეცი… ლილეს სიცივით გამომშრალ ლოყებზე ჩამოუგორდა ცრემლი” – ნოველა

,,სარკე”, ხათუნა მაღრაძე, ,,გაუჩინარებული მოწმე” ვინ იცის, მერამდენედ შეაღო ქარმა ხის ფანჯარა. ჩარჩოს ჩამკეტი გატეხილი ჰქონდა და ჰაერში ქარისგან აწრიალებული ფარდა ტახტზე ღია თვალებით მწოლიარე ქალს დროდადრო სხეულზე სუდარასავით გადაეფარებოდა ხოლმე. მომწვანო ფერის თვალები ცის სილურჯეს ირეკლავდა და მის გამოხედვას უფრო ცივს და უსიცოცხლოს ხდიდა. სხეული გაყინული ჰქონდა, თუმცა სიცივეს ვერ გრძნობდა. ოთახში მხოლოდ ქარის […]

სტომატიტს და ანემიას მოცვი მოიგერიებს

,,სარკე”, ნათია  ტოტიკაშვილი სასარგებლო მცენარეებს შორის მოცვი უდაოდ ლიდერია. განსაკუთრებით ფასეულია ის ბავშვებისთვის, რადგან ეს კენკრა ვიტამინებისა და მინერალების წყაროა. მდიდარია ცე ვიტამინით, ასევე მანგანუმითა და კალიუმით. მოცვი შესანიშნავი ანტიოქსიდანტია, აძლიერებს იმუნურ სისტემას და ბევრი დაავადების გამომწვევ ბაქტერიებს ანადგურებს, ხელს უშლის საშარდე ბუშტის ინფექციებს. მოცვის შემადგენლობაში შედის ადამიანის ორგანიზმის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ნივთიერებები: რძემჟავა, ლიმონმჟავა, […]

,,ჩემი ქმარი ამბობს, ეს სახლი ჩემია თუ თოჯინებისო” – ქართველი მეთოჯინის ზღაპრული ცხოვრება

,,სარკე”, რუსუდან ადვაძე ნანა ყაულაშვილი ექიმია, ოფთალმოლოგი, მაგრამ ერთი სული აქვს, კლინიკიდან სახლში მალე დაბრუნდეს, რომ ყველაზე საყვარელ საქმეს, თოჯინების შექმნას მიუბრუნდეს. მისი ხელნაკეთი თოჯინები ზღაპრის გმირებს ჰგვანან და უცხო სამყაროში გამოგზაურებენ. პირველი თოჯინა შვილს შეუკერა და პეტრიკელა დაარქვა. მას მერე ეს საქმე ისე შეიყვარა, ყველა ხელსაქმე, რომლებიც მანამდე ეხალისებოდა, გვერდით გადადო და რამდენჯერმე მსოფლიოს […]

ლევან რატიანი: ,,გვანცა ერთი ნახვით შემიყვარდა და 4 თვეში ცოლად მოვიყვანე”

,,სარკე”, რუსუდან ადვაძე პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ანესთეზია-რეანიმაციის კათედრის გამგე, ლევან რატიანი, წვრილშვილის მამაა. სამი პატარა ბიჭი ჰყავს. უფროსი 10 წლის არის, შუათანა – 6 წლის და უმცროსი – 7 თვის. ამ ვაჟკაცების დედაც ექიმი გახლავთ – პედიატრი გვანცა ჯანიგაშვილი, ბატონი ლევანის დიდი და პირველი სიყვარული, ოჯახის მფარველი ანგელოზი, […]

მერაბ სეფაშვილი: ,,ჩემი ცოლი უკეთესადაა, რწმენამ და ლოცვებმა ძალიან მიშველა”

,,სარკე”, ავთო ჩიტიძე მომღერალ მერაბ სეფაშვილის ცხოვრებაში ახლა ფიქრის პერიოდია. 3 თვეა სცენაზე არ დამდგარა და წარმოდგენაც არ აქვს, როდის დაუბრუნდება საყვარელ საქმეს. თვითიზოლაციის პერიოდში ახალ სიმღერებზეც მუშაობს და მსემენელს ბევრი სიახლით წარუდგება. პანდემიის პერიოდს მერაბი ოჯახის წევრებთან ერთად ატარებს. მას ორკვირიანი კარანტინის გავლაც მოუწია, რადგან ბოლო კონცერტები საბერძნეთში ჰქონდა, სადაც კორონავირუსის შემთხვევები უკვე დაფიქსირებული […]

გიორგი ნაკაშიძე: ,,ველოდები გოგოს, რომელიც გულიდან ნაპერწკლებს გადმომიყრის”

,,სარკე”, ირაკლი ვაჩიბერაძე ბათუმელ მომღერალს, გიორგი ნაკაშიძეს, სტარტი ჰქონდა აღებული, ოთხი სიმღერა ჩაწერა, ალბომის გამოსაშვებად ემზადებოდა, უცებ კი სახლში, თვითიზოლაციაში აღმოჩნდა. როგორც კი საზღვრები გაიხსნება, გეზს საერთაშორისო კონკურსებისკენ აიღებს. ამაში კი ის ალბომი დაეხმარება, რომელზეც ბევრი იმუშავა. 24 წლის მომღერლის ცხოვრებაში სიყვარულის დრო მოვიდა. ელოდება გოგოს, რომელიც მის გულს დაიპყრობს (ინტერვიუ ჩაწერილია მაისში). – გიორგი, […]

ანნა იმედაშვილი: ,,დათომ პანიკა მომიხსნა და მშვიდი ორსული გამხადა”

,,სარკე”, ავთო ჩიტიძე რეჟისორ დათო იმედაშვილის და მისი ცოლის, ანნა იმედაშვილის, ოჯახში მატების მოლოდინია. დათო მეოთხე შვილი მამა გახდება, ანა კი – მეორე შვილის დედა. ეს სიხარული წყვილმა პანდემიის დაწყებისას გაიგო, ამიტომ ორსულობის პირველი ტრიმესტრი სახლის პირობებში ისე გაატარეს, ეს საიდუმლო არავის გაუმხილეს. სასიხარულო ამბავი მათ საერთო უფროს შვილს, პეტრეს, ახალხან ახარეს და მისი ემოციები […]

თაკო კორინთელი შეყვარებულია

,,სარკე”, ირაკლი ვაჩიბერაძე არაპროფესიონალი მსახიობი, რომელიც რეალურად ტელესახეა, თაკო კორინთელი ტელევიზიაში დაბრუნებას აპირებს. ,,მაესტროს” საინფორმაციო გამოშვების ყოფილ წამყვანს სერიოზული შეთავაზებები აქვს და ფიქრობს, რომ ეკრანზე უახლოეს მომავალში გამოჩნდება. მანამდე კი სერიალ ,,ჩემი ცოლის დაქალებში” თავისი გმირის, ბარბარიკას, თამაშს გააგრძელებს. ლამაზმანი ჟურნალისტის პირადში ცვლილებაა, ამაზე ქვემოთ. მასთან  ინტერვიუ, რა თქმა უნდა, აქტიური თემით, პანდემიით, დავიწყეთ (ინტერვიუ […]

,,ნეტავ, ცოცხალი იყოს, ნეტავ, ისევ იქ ცხოვრობდეს… ხმა აუკანკალდა, მგონი, პირველად თავის ცხოვრებაში” – ნოველა

,,სარკე” ლელა ცუცქირიძე, ,,ახალი რიტუალი” მანომ მერამდენედ ამოიღო კომოდის უჯრიდან ფოტოალბომი, აღარც ახსოვს. გადაშალა, დახურა, შეინახა, ამოიღო, გადაშალა, დახურა, შეინახა… აღარც ის ახსოვდა, მერამდენე დღე იყო, რაც ამას აკეთებდა. – მოიცა, გავიხსენებ, – ჩაილაპარაკა, ჩაფიქრდა, ტუჩებიც აათამაშა და თითებიც, – მეორე კვირა გამოდის, რაც საგანგებო გამოაცხადეს, იმის მერე. მანამდე ამ ალბომისკენ ათასში ერთხელ თუ გაიხედავდა. […]